ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "შახტარმა" გასვლაზე "ანტვერპენი“ 3:2 დაამარცხა.
სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი აზაროვმა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო.
მასპინძლები პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდნენ და 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ დონეცკური გუნდი გააქტიურდა და სიკანმა ანგარიში შეამცირა. საგოლე კომბინაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აზაროვმა, რომელიც მეორე ტაიმში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ირჯებოდა და თამაშს საკმაოდ ამწვავებდა. 71-ე წუთზე კი რაკიცკის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მეტოქის ფეხბურთელს მოხვდა და რიკოშეტით კარში აღმოჩნდა. შემდეგ მეკარის შეცდომის შედეგად სიკანმა დუბლი შეასრულა და „მეშახტეები“ დააწინაურა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში ბურთი სტეპანენკოს ხელზე მოხვდა, პენალტი ალდერვეირელდმა ვერ გამოიყენა და "შახტარმა" გაიმარჯვა.
„შახტარი“ შემდეგ შეხვედრას ტურნირზე 25 ოქტომბერს გასვლაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.
ანტვერპენი. "ბოსუილსტადიონი"
ანტვერპენი - შახტარი 2:3
გოლები: 1:0 მუია (3), 2:0 ბალიკვიშა (33), 1:2 სიკანი (47), 2:2 რაკიცკი (71), 2:3 სიკანი (76)
გამოუყენებელი პენალტი: ალდერვეირელდი (90+7)
წარმატებები!