"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რეალის" დაპირისპირებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "სამეფო კლუბმა" "პარტენოპეი" 3:2 დაამარცხა.

კასანოს თქმით, გარსიას გუნდიდან თავი ვერაფრით გამოიჩინეს ხვიჩა კვარაცხელიამ, სტანისლავ ლობოტკამ და ვიქტორ ოსიმენმა.

"რეალი" ის გუნდი ნამდვილად აღარაა, როგორიც წლების წინ, მით უმეტეს, რომ მათ მილიტაო და ალაბაც არ ჰყავდათ. "უდინეზესთან" და "ლეჩესთან" დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, შედარებით ძლიერი მეტოქისგან 3 გოლი გაუშვეს, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაეგოთ.

თითქოს "ნაპოლი" იდეების გარეშე თამაშობდა, არანაირი გამბედაობა და
აგრესია. ოსიმენს ბურთი ხშირად ჰქონდა, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. "კვარა" ჩრდილში იყო, ლობოტკა კი ბურთს სათანადოდ ვერ ანაწილებდა. თუ ეს სამი მოთამაშე ვერაფერს ახერხებს, მაშინ "პარტენოპეის" ყოველთვის პრობლემები აქვს", - განაცხადა კასანომ.

altკასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

alt"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

alt"დარწმუნებული ვარ, დე ლაურენტისი მას ელოდება" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზუსტად იგივე დავწერე რეალთან თამაშის შემდეგ ხვიჩაზე და უამრავი დისლაიქი დამისვეს თუმცა არ მწყინს ნებისმიერი შემეჯიბროს ხვიჩიას გულშემატკივრობა ში თუმცა სიმართლეს ვერ გაექცევი კიდე ერთხელ: ქართველს უთქვამს "მოყვარეს პირში უძრახე."..
კახა
22:31 07-10-2023
4
წარმატებები ხვიჩას.... და საქართველოს ნაკრებს!!! უკაცრავდ დონ ვინჩენსოსთან და დუდუსთან. მე საქარღღთველოს გულშემატკივარი ვარ!!!
tngh
15:42 07-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული