"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლისა" და "რეალის" დაპირისპირებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "სამეფო კლუბმა" "პარტენოპეი" 3:2 დაამარცხა.

კასანოს თქმით, გარსიას გუნდიდან თავი ვერაფრით გამოიჩინეს ხვიჩა კვარაცხელიამ, სტანისლავ ლობოტკამ და ვიქტორ ოსიმენმა.

"რეალი" ის გუნდი ნამდვილად აღარაა, როგორიც წლების წინ, მით უმეტეს, რომ მათ მილიტაო და ალაბაც არ ჰყავდათ. "უდინეზესთან" და "ლეჩესთან" დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, შედარებით ძლიერი მეტოქისგან 3 გოლი გაუშვეს, შეიძლებოდა უფრო დიდი ანგარიშითაც წაეგოთ.

თითქოს "ნაპოლი" იდეების გარეშე თამაშობდა, არანაირი გამბედაობა და
აგრესია. ოსიმენს ბურთი ხშირად ჰქონდა, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდა. "კვარა" ჩრდილში იყო, ლობოტკა კი ბურთს სათანადოდ ვერ ანაწილებდა. თუ ეს სამი მოთამაშე ვერაფერს ახერხებს, მაშინ "პარტენოპეის" ყოველთვის პრობლემები აქვს", - განაცხადა კასანომ.

altკასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

alt"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

alt"დარწმუნებული ვარ, დე ლაურენტისი მას ელოდება" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ზუსტად იგივე დავწერე რეალთან თამაშის შემდეგ ხვიჩაზე და უამრავი დისლაიქი დამისვეს თუმცა არ მწყინს ნებისმიერი შემეჯიბროს ხვიჩიას გულშემატკივრობა ში თუმცა სიმართლეს ვერ გაექცევი კიდე ერთხელ: ქართველს უთქვამს "მოყვარეს პირში უძრახე."..
კახა
07 ოქტომბერი 2023 22:31
4
წარმატებები ხვიჩას.... და საქართველოს ნაკრებს!!! უკაცრავდ დონ ვინჩენსოსთან და დუდუსთან. მე საქარღღთველოს გულშემატკივარი ვარ!!!
tngh
07 ოქტომბერი 2023 15:42
0
ხვიჩა რასაც აკეთებდა შარშან, იმაზე მეტს აკეთებს, მაგრამ მისი დიდოსტატური პასები ადრესატები ვერ უბამენ მხარს !!!
თენგო
07 ოქტომბერი 2023 13:42
0
შარშან სეზონის პირველ ნახევარში ხვიჩა და ოსიმენი ანგრევდენ ყველას ხოლო მეორე ნახევარში ხვიჩამ დაუკლო და ოსიმენი იყო ძირითადი ძალა სანამ ტრავმას არ მიიღებდა.წელს ჯერ ვერც ხვიჩაა შარშანდელ დონეზე ხოლო ოსიმენი საერთოდ ახლოსაც ვერ არის.თან დაცვის ცენტრიც ვერ ქაჩავს,ამიტომაც ველოდებით შარშანდელ ხვიჩას და ოსიმენს,რომლებმაც დაანგრიეს ლივერპული და აიაქსი.
ასე მგონია
06 ოქტომბერი 2023 20:32
2
ესეც კაი დოდოა.
რა ის გუნდი აღარაა რეალი. თუ ვინმე პერსპექტიული იყო ყველა გუნდში მიიყვანა.
შუახაზი და თავდასხმა ყავს რავიცი ეგეთი სად არის. მოდრიჩი სკამზე უზის რაღაზეა საუბარი :)
las
06 ოქტომბერი 2023 18:25
0
ნაპოლი შედარებით კარგი იყო და თავის თავს ჰგავდა მეორე ტაიმის პირველი ოცი წუთის განმავლობაში, მაგრამ მოდრიჩის გამოსვლის შემდეგ რეალი ისევ დომინირებდა
giorgi 3
06 ოქტომბერი 2023 16:18
0
კასანო მართალია, მაგრამ რეალთან მარტო ეს სამნი კი არ იყვნენ ჩრდილში, თავის დროზე მესი, ნეიმარი და მბაპეს ტრიოც ჩრდილში იყვნენ. სხვა დონეა რეალი, ნაპოლი პირველად შეხვდა ასეთი დონის გუნდს და სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი რომ არ ჩანდნენ.ფსიქოლოგიურად შებოჭილი იყო მთელი ნაპოლი, თითქოს არ სჯეროდათ რომ რეალის დამარცხება შეიძლებოდა, მეორე თამაშს იმედია უფრო თავისუფლად ითამაშებენ
მამუკა
06 ოქტომბერი 2023 15:44
2
კი, სამწუხაროდ ახალგაზრდა ტალანტების (ბელინგემი, კამავინგა ...) ჩრდილში იყო მოქცეული.
გიგა
06 ოქტომბერი 2023 15:09
2
ბელინგემის და კვარაცხელიას შარშანდელ სტატისტიკას რანაირად ადარებთ? კვარაცხელია არის გარემარბი,ფორვარდი. ბელინგემი დორტმუნდში 8 ნომერზე თამაშობდა.
დღეისთვის ბელინგემი კვარაცხელიაზე ძლიერი კი არა, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
ციციკორე
07 ოქტომბერი 2023 01:11
1
უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია ბელინგემი მარგრამ, მისი შედეგები დამოკიდებულია არა მარტო მის ნიჭზე, არამედ მწვრთნელისა და გუნდის დონეზე, პარტნიორებზე!მან სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის 6 ტამაშში გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა. შარშანდელი სეზონი კი დორტმუნდის ბარუსიაში დაასრულა 8 გოლითა 4 პასით. ხვიჩამ კი იგივე დონის გუნდში როგორიც ბარუსიაა შარშანდელი სეზონი ყველამ ვიცით როგორ დაასრულა!
რობი
06 ოქტომბერი 2023 16:30
1
ხვიჩას სათანადოდ არ იყენებენ. ვფიქრობ თამაშის შემდეგ მეორე დღეს, ვარჯიშამდე გუნდი წინა დღის თამაშს უნდა უყურებდეს და არჩევდეს. იმ შეცდომებს, რომელსაც თამაშის დროს ფეხბურთელი უშვებს, მწვრთნელი უნდა აღნიშნავდეს და მიუთითებდეს, რომ ამ მომენტში უკეთესი ასეთი თამაში იყო. თუ ეს ხდება და მწვრთნელი ხვიჩაზე მიუწოდებელ ხელსაყრელ მომენტის გაშვებაზე უთითებს ფეხბურთელს, რატომ ხდება ყველა თამაშზე ხვიჩას "იგნორი"?
ჟორა გაბრიჭიძე
06 ოქტომბერი 2023 14:57
2
მართალია კასანო.... გუნდი თავის თავს არ გავდა. გადაღლილი, უმოტივაციო, ,,ჟილკის'' გარეშე.... და კიდევ ,,მანდრაჟში''... შეიძლება ფსიქოლოგიურიურად გაუჭირდათ... იმედი ვიქონიოთ, მადრიდში დაუბრუნებენ ხურდას...
გიორგი 50
06 ოქტომბერი 2023 13:54
1

სიახლეები პოპულარული