ლა ლიგის მეცხრე ტურში "ვალენსია" სტუმრად "მალიორკას" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა მხრიდან ანგარიში მე-5 წუთზე დანი როდრიგესმა გახსნა, საბოლოო ანგარიში კი დიეგო ლოპესმა 45+3 წუთზე დააფიქსირა.
სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 4 სეივიც შემოგვთავაზა.
"ვალენსია" 11 ქულით მე-9 ადგილზეა და 23 ოქტომბერს "კადისს" უმასპინძლებს.