კვარაცხელია დღეს "ფიორეს" უმასპინძლებს, შემდეგ კი საქართველოში გამომგზავრება - "ნაპოლი" ცხრილში მეოთხეა...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ გუნდები ბოლო მატჩებს გამართავენ. იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში კიდევ ერთ გამარჯვებას გეგმავს "ნაპოლი", რომელიც მიმდინარე ცხრილში მე-4 ადგილზეა. ისინი "ფიორენტინას" უმასპინძლებენ, რომელსაც 6 შეხვედრაა, არ წაუგია - დღეს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე. შაბათს ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ, მათ შორის "მილანის" მეკარე მენიოს გაძევება და ოლივიე ჟირუს კიპერობა. "ინტერმა" კი ქულები დაკარგა...

შუა კვირაში ორივე გუნდმა ევროტურნირებზე ითამაშა. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (2:3) დამარცხდნენ, "იები" კი კონფერენს ლიგაზე "ფერენცვაროშს" (2:2) დაუზავდნენ. ასე რომ, როტაცია მოსალოდნელია.

ხვიჩა
კვარაცხელიას გუნდს მეტოქესთან კარგი ბალანსი აქვს. გასულ, საჩემპიონო სეზონში, ჯერ ფლორენციაში (0:0) დაზავდნენ - ლოსანომ "კვარას" კარგი პასი გოლად ვერ აქცია, შემდეგ კი უკვე ჩემპიონმა "ნაპოლიმ" ოსიმენის პენალტით (1:0) გაიმარჯვა. ნიგერიელმა მანამდე თერთმეტმეტრიანი გააცუდა. რაც შეეხება ქართველ გარემარბს, ის ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად მინდორზე პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შევიდა.

Sportall.Ge

"ფიორეს" რიგებში არგენტინელი ნიკო გონსალესი გამოირჩევა, რომელსაც 4 გოლი და 1 "ასისტი" აქვს; აქაა ბრაზილიელი არტურ მელო, რომელიც "ბარსელონასა" და "იუვენტუსიდან" გვახსოვს, ასევე, ვეტერანი ჯაკომო ბონავენტურა. დოდო ტრავმირებულია, კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირება კი 19 წლის ნატურალიზებულ იტალიელს, მიშელ კაიოდეს მოუწევს. ის მაღალრეიტინგული მცველია, 19-წლამდელთა ნაკრებიდან ახალგაზრდულში ახლახან დააწინაურეს, მაგრამ ბუნებრივია, რომ 77-ე ნომერს ერთი მეურვის ამარა არავინ დატოვებს. "კვარადონამ" ჯერ მხოლოდ ერთი გაიტანა, მაგრამ 3 შედეგიანი პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. იტალიანოს გუნდს ამბიცია გააჩნია, ფავორიტს აჯობოს.

რუდი გარსია რაჰმანის გამოჯანმრთელებას ამაოდ ელოდა, ჟესუსის თამაში კი გამორიცხული იყო. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს, შესაძლოა, რასპადორი დაემატოს. "ნაპოლის" სრული კონცენტრაცია მართებს.

ტურის დასკვნით მატჩს 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ნეაპოლელების შეხვედრას ბოლოს 15 აპრილს, "ვერონასთან" უგოლო (0:0) ფრის დროს მოემსახურა.

alt"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა გამარჯვებას გისურვებ! შენი ლამაზი გოლები მომენატრა!
SOS!!!
19:09 08-10-2023
1
წაიღო ტვინი ნაკრებმა,ყელშია ამოსული ამდენი მარცხი და წარუმატებლობა.ყველამ ისწავლა თამაში ჩვენ გარდა,შემაძულეს ფეხბურთი ქართულმა კლუბებმა და საქართველოს ნაკრებმა.
გოგო
16:54 08-10-2023
2

სიახლეები პოპულარული