კვარაცხელია დღეს "ფიორეს" უმასპინძლებს, შემდეგ კი საქართველოში გამომგზავრება - "ნაპოლი" ცხრილში მეოთხეა...

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის წინ გუნდები ბოლო მატჩებს გამართავენ. იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში კიდევ ერთ გამარჯვებას გეგმავს "ნაპოლი", რომელიც მიმდინარე ცხრილში მე-4 ადგილზეა. ისინი "ფიორენტინას" უმასპინძლებენ, რომელსაც 6 შეხვედრაა, არ წაუგია - დღეს, 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე. შაბათს ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ, მათ შორის "მილანის" მეკარე მენიოს გაძევება და ოლივიე ჟირუს კიპერობა. "ინტერმა" კი ქულები დაკარგა...

შუა კვირაში ორივე გუნდმა ევროტურნირებზე ითამაშა. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (2:3) დამარცხდნენ, "იები" კი კონფერენს ლიგაზე "ფერენცვაროშს" (2:2) დაუზავდნენ. ასე რომ, როტაცია მოსალოდნელია.

ხვიჩა
კვარაცხელიას გუნდს მეტოქესთან კარგი ბალანსი აქვს. გასულ, საჩემპიონო სეზონში, ჯერ ფლორენციაში (0:0) დაზავდნენ - ლოსანომ "კვარას" კარგი პასი გოლად ვერ აქცია, შემდეგ კი უკვე ჩემპიონმა "ნაპოლიმ" ოსიმენის პენალტით (1:0) გაიმარჯვა. ნიგერიელმა მანამდე თერთმეტმეტრიანი გააცუდა. რაც შეეხება ქართველ გარემარბს, ის ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად მინდორზე პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შევიდა.

Sportall.Ge

"ფიორეს" რიგებში არგენტინელი ნიკო გონსალესი გამოირჩევა, რომელსაც 4 გოლი და 1 "ასისტი" აქვს; აქაა ბრაზილიელი არტურ მელო, რომელიც "ბარსელონასა" და "იუვენტუსიდან" გვახსოვს, ასევე, ვეტერანი ჯაკომო ბონავენტურა. დოდო ტრავმირებულია, კვარაცხელიასთან უშუალო დაპირისპირება კი 19 წლის ნატურალიზებულ იტალიელს, მიშელ კაიოდეს მოუწევს. ის მაღალრეიტინგული მცველია, 19-წლამდელთა ნაკრებიდან ახალგაზრდულში ახლახან დააწინაურეს, მაგრამ ბუნებრივია, რომ 77-ე ნომერს ერთი მეურვის ამარა არავინ დატოვებს. "კვარადონამ" ჯერ მხოლოდ ერთი გაიტანა, მაგრამ 3 შედეგიანი პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს. იტალიანოს გუნდს ამბიცია გააჩნია, ფავორიტს აჯობოს.

რუდი გარსია რაჰმანის გამოჯანმრთელებას ამაოდ ელოდა, ჟესუსის თამაში კი გამორიცხული იყო. კვარაცხელია-ოსიმენის დუეტს, შესაძლოა, რასპადორი დაემატოს. "ნაპოლის" სრული კონცენტრაცია მართებს.

ტურის დასკვნით მატჩს 40 წლის ფედერიკო ლა პენა განსჯის, რომელიც ნეაპოლელების შეხვედრას ბოლოს 15 აპრილს, "ვერონასთან" უგოლო (0:0) ფრის დროს მოემსახურა.

alt"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

alt"ნაპოლიმ" მეტოქის კლასი ვერ გადაფარა - რა დააკლდა ხვიჩას და რა "დააშავა" მწვრთნელმა...

მკითხველის კომენტარები / 11 /
წინა სეზონში დოდო მაგრად ფეხი ვერ გაანძრია ხვიჩამ. ეხლა სამწუხაროდ ტრავმირებულია ბატონი დოდო, რო ამოეყლაპებინა წინა სეზონის საზღაური. წარმატებები ხვიჩას და ნაპოლის. შარშანდელი მენტალობა სტაბილურად უნდ დაიბრუნონ და განიმტკიცონ
ბაჩო
16:52 07-10-2023
3
ერთი სულიმაქ ტაილანდთან როდის ვითამაშებთ ბერძნების არა მარა ყაზახებთან დაპირისპირებისთვის საჭირო სპარინგია :)))) ვაიი თქვენს პატრ..
beqa
12:04 08-10-2023
4

სიახლეები პოპულარული