რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში

AutoSharing Option
სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლიმ" "ფიორენტინას" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, თუმცა თავი საგოლე მოქმედებით ვერ გამოიჩინა.

უცხოურმა პორტალებმა Sofascore-მა და Whoscored-მა "კვარას" თამაში 6.9 ქულით შეაფასეს.

8 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "ვერონასთან" გამართავს.

alt"ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 66 /
სიტიმ წააგო დღეს და ხალხი ჰალანდზე ღადაობდა, რადგან დღევანდელი თამაში ცუდად ითამაშა და ეგრევე დაავიწყდათ ტიპი გოლს გოლზე რო იტანდა. ასეთია ლუზერი გულშემატკივარი.
ნაპოლიზე რა უნდა ვთქვა. წააგეს ხო, ცუდად ითამაშეს და წააგეს, ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს ფიორენტინა. შარშანაც მაგრად გაუჭირდათ ფიორენსიტასთან მახსოვს კარგად. შეტევაშიც არანაირი ფანტაზია არ იგრძნობოდა და მოკლედ დღეს ჩავარდა ნაპოლი. სიტი და ბარსა ჩავარდნენ და რავქნათ ახლა ნაპოლი თუ ჩავარდა. ხდება ხომლმე. მე იმაზე მეცინება, ნაპოლის წაგებაზე რომ დაიდება პოსტი და ეს ჩასაფრებული, კბილებ ალესილი ბრბო რომ აჰაჰავებს. ჰგონიათ ხვიჩას გუნდმა თუ წააგო ამით თვითონ რამე მოემატება თუ რა? მართლა მაინტერესებს, ალბათ აქაც ხართ ის ხალხი, ვინც აჰაჰავებთ ფეისბუქზე და მოგწონთ ხვიჩას გუნდი თუ წააგებს.
დავიჯერო საყვარელი გუნდი ან ფეხბურთელი არ გყავთ? ან თქვენი საყვარელი გუნდი არასდროს აგებს? თქვენს საყვარელ ფეხბურთელს ჩავარდნილი თამაშები არასდროს აქვს? თუ წაგების დროს ეგრევე მოწინააღმდეგის მხარეს გადადიხართ და ვინც მოიგო იმის მხარეს ვიყავიო იძახით? თუმცა უღირსი ხალხისგან არაფერი გამიკვირდება.
სპეციალურად არ ვწერდი აქ, გოლი რომ გაიტანა უდინესთან და ისეთი ყიჟინა გქონდათ ატეხილი. გულის ამრევია ჩემთვის, გოლს რომ გაიტანს და აღრიალდება ხალხი, ვითომ მაგრად უხარიათ. შემდეგი თამაში თუ წააგო ეგრევე ღლიცინს იწყებენ.
ალბათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტ გოლს ვინც იტანს იმის მხარეს იქნება ჩვენი ლუზერი საზოგადოება. აქამდე ჰალანდი იყო ასეთი და ახლა ჯუდმა გადაასწრო. ცოტა ხანში "ჰეი ჯუდ" აღარ იქნება პოპულარული და მერე გამოვა ვინმე დივნის ექსპერტი და ხო ვამბობდი ძმაო არაა ეგ რეალის დონე და ეგეთებს დაწერს :))
ხვიჩაზე ვინც აჰაჰავებთ მართლა მთელი გულით მებრალებით.
მოგების და გოლ-ასისტების დროს არ შემოვდივარ ხოლმე აქ. მეზარება იმის კითხვა, ყველა რომ აქებს ფარისევლურად და ჩემს საქებარ კომენტარს აღარ ვამატებ. იმდენი სიყალბეა, მერე ნამდვილი და ყალბი გულშემატკივრის გარჩევა ჭირს და მირჩევნია არაფერი დავწერო. აი რომ წააგებს და 99% გადაუვლის მაშინ შემოვდივარ ხოლმე. თან ხალხის ნამდვილ სახეებსაც ვხედავ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები სადაც ვცხოვრობთ :)
წაგების დროს ჩანს რეალური სახე ყველასი და არა მაშინ, გოლს რომ გაიტანს, ვიღაცას მართლა უხარია, ვიღაცამ დადებული ფული მოიგო, ვიღაცას მარტო გოლი ჰგონია ფეხბურთი და ასე შემდეგ.
ისედაც ჭაობში რომაა შენი ქვეყანა, ერთი ნათელი წერტილი რომ გამოგიჩნდება მსოფლიო ასპარეზზე და იმის წაგებაც რომ გიხარია ამას რა ქვია ნეტა.
ვფიქრობ ახლა ნორვეგიელები ზიან ალბათ და ჰალანდის ცუდ თამაშზე აჰაჰავებენ და ფორუმებში წერენ დამთავრდა მაგის ფეხბურთიო? კი უეჭველი ასე იქნება.
იქაურ ბირჟაზე დომინოს თამაშის დროსაც გაარჩევენ.
იპოვეთ ხუთი განსხვავება ნორვეგიასა და ამ გამოქვაბულის საზოგადოებას შორის :)
ყველა არ იგულისხმება რათქმაუნდა❤️
Skeleton
01:25 09-10-2023
26
ამ საიტზე სამი წელია ვაკომენტარებ, არც თუ ხშირად მაგრამ კვარაცხელიას გულშემატკივარი რომ ვარ ალბათ ვინც კითხულობს აქ კომენტარებს იცის.
ყველას მიმართ ზრდილობით და პატივისცემით გამოვირჩევი, მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირი სისულელე, უგუნურება და უვიცობა წამიკითხავს.
მაინტერესებს რა ჰქვია ისეთ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობის გამო შშმ პირს მეძახის, შეურაცხყოფის მიყენების მიზნით? არ ერიდება შშმ ადამიანების და მართლა ჰგონია ეგ სიტყვა შეურაცხყოფა? ანუ რა საზოგადოებაში, ოჯახში და გარემოში უნდა გაიზარდოს ადამიანი ასე ველურად, ან რა სკოლაში უნდა ისწავლოს, რომ მეორე ადამიანთან არგუმენტები გამოელიოს კამათში და პირდაპირ შშმ პირი ეძახოს, თან იცოდეს, რომ ამას შეიძლება მართლა შშმ პირები კითხულობდნენ და ამით მათ გული ეტკინოთ?
რა ფეხბურთზეა საერთოდ საუბარი. ფეხბურთი როგორ უნდა განიხილო ასეთი მდგომარეობა როცა გვაქვს?
ამ ადამიანთან რომ პოლემიკაში შეხვიდე, ჯერ ის უნდა განუმარტო, რომ შშმ პირებიც ჩვეულებრივი, სხვაზე არაფრით ნაკლები ადამიანები არიან და ამ სიტყვის შეურაცხყოფად მოხსენიება მინიმუმ უვიცობაზე მიუთითებს. ეგ რომ აუხსნა და გააგებინო, სათანადო გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება და როგორ და რანაირად აბა?
მინდა როგორმე დავეხმარო ამ ადამიანს, ძალიან უჭირს❤️
Skeleton
11:42 09-10-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული