საქართველოს ნაკრებში კარგად ასპარეზობის შემდეგ, "უოტფორდში" დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ კლუბის საიტთან ისაუბრა:
"ორი მართლაც კარგი მატჩი ჩავატარეთ - 8:0 ტაილანდთან და 4:0 კვიპროსთან. მოხარული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე და გამარჯვებებში წვლილი შევიტანე.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მარტში ერთა ლიგაზე თამაშია. ნახევარფინალში ვართ და მოგების შემთხვევაში, ფინალში გავალთ. ევრო 2024-ზე გასვლის შესაძლებლობა გვეძლევა. მთავარია იმ მატჩებისთვის მზად ვიყოთ.
საქართველოს ნაკრებში ყოფნა და თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ეროვნული გუნდი ჩვენთვის ყველაფერია და იქ ყოფნა ყოველთვის მიხარია. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაში
მუდამ მომწონს. ჩემი აზრით, ერთი ერთზე თამაშისას ის საუკეთესოა და კარგი ადამიანია. საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი. ყოველთვის თვალს ადევნებენ ჩვენს შეხვედრებს - მე "უოტფორდში", კვარაცხელიას კი - "ნაპოლიში".
ინგლისში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ოცნება იყო. მომწონს პერსონალი, ფეხბურთელები - ისინი კარგი ადამიანები არიან. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, ინგლისურ ფეხბურთს ვუყურებდი, რონალდოს. ის როდესაც პრემიერლიგაში თამაშობდა, ჩემი კერპი იყო.
ამ გუნდის მჯერა და ვფიქრობ, კარგი ფეხბურთელები გვყავს. თუ შაბათს "შეფილდ უენდსეის" მოგუგებთ, ყველაფერი გაცილებით უკეთ წავა. ყველა კარგი ფეხბურთელია და მათთან ერთად თამაში მომწონს. ასე რომ, მოდით, შაბათს გავიმარჯვოთ! გამარჯვებები გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ, რადგან კვალიფიციური მოთამაშეები გვყავს. აქ შესანიშნავი გულშემატკივრები არიან და "ვიკარიჯ როუდზე" თამაში მომწონს. ქომაგები ძალიან გვიჭერენ მხარს და ამისათვის მადლობელი ვარ".