კატასტროფა. "აიაქსმა" ისევ წააგო და გასავარდნად აქვს საქმე - მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

AutoSharing Option
ერედივიზიონში მე-9 ტურში "აიაქსი" გასვლაზე "უტრეხტთან" 3:4 დამარცხდა.

ამსტერდამული გუნდის მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შეიყვანა შეცვლაზე.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა რაიან ფლამინგოს 44-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. 48-ე წუთზე მაიკ ვან დერ ჰორნმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, ამის შემდეგ კრისტიან ჰლინსონმა 3-წუთიან მონაკვეთში მასპინძლების კარი ორჯერ აიღო, 65-ე წუთზე სტივენ ბერგვაინმა ამსტერდამელები დააწინაურა. 71-ე წუთზე იენს ტოორნსტტრამ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, 90-ე წუთზე კი ოსკარ ფრაულომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 7 თამაშის შემდეგ "აიაქსი" 5 ქულით ბოლოსწონა, მე-17 ადგილს
იკავებს, მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, ეინდჰოვენის პსვ-სთან გამართავს, შუალედში ევროპის ლიგაზე 26 ოქტომბერს "ბრაიტონს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
შეგნებულად ბლოკავენ გუნდში მიქაუტაძეს! "აიაქსში" მისი გადაყვანით ვიღაცას კონკურენტი ჩამოაშორეს!!!
1
დაწერეთ რა, ვინ არის მიქაუტაძის აგენტი. ასეთი არაპროფესიონალიზმი და მავნებლობა... არ უნდა გაერკვე სად მიგყავს? ჯერ შარშან რას წარმოადგენდა აიაქსი და ეხლა ხომ საერთოდ. მაგრამ ალბათ დახარბდა რაც ტრანსფერში თანხა აიღო. თან რა კარგად დაიწყო ლიგა ერთში გიორგიმ, ორი გოლი და საგოლე გადაცემა! სეზონის მანძილზე რომ 10 გოლი მაინც გაეტანა, გაისად მართლა ტოპ ჩემპიონატში გადასვლა გარანტირებული ქონდა.აქ კი დროს და ფორმას კარგავს, მოდით პირდაპირ ვთქვათ, აიაქსმა რომ მეტნაკლებად დაალაგოს თამაში და გიორგიც ძირითადში ათამაშონ , (თან ეს როდის მოხდება კაცმა არ იცის) ერადივიზიონი არაა ისეთი ტრამპლინი, როგორც ლიგა ერთი. გიორგიმ მინიმუმ ეს ერთი სეზონი დაკარგა. აი ძალიან გასაბრაზებელია! დაწარეთ ვინაა მაგის აგენტი!
არტ
08:14 23-10-2023
0

სიახლეები პოპულარული