ერედივიზიონში მე-9 ტურში "აიაქსი" გასვლაზე "უტრეხტთან" 3:4 დამარცხდა.
ამსტერდამული გუნდის მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შეიყვანა შეცვლაზე.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა რაიან ფლამინგოს 44-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. 48-ე წუთზე მაიკ ვან დერ ჰორნმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, ამის შემდეგ კრისტიან ჰლინსონმა 3-წუთიან მონაკვეთში მასპინძლების კარი ორჯერ აიღო, 65-ე წუთზე სტივენ ბერგვაინმა ამსტერდამელები დააწინაურა. 71-ე წუთზე იენს ტოორნსტტრამ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, 90-ე წუთზე კი ოსკარ ფრაულომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, 7 თამაშის შემდეგ "აიაქსი" 5 ქულით ბოლოსწონა, მე-17 ადგილს
იკავებს, მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, ეინდჰოვენის პსვ-სთან გამართავს, შუალედში ევროპის ლიგაზე 26 ოქტომბერს "ბრაიტონს" ესტუმრება.