კატასტროფა. "აიაქსმა" ისევ წააგო და გასავარდნად აქვს საქმე - მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე

AutoSharing Option
ერედივიზიონში მე-9 ტურში "აიაქსი" გასვლაზე "უტრეხტთან" 3:4 დამარცხდა.

ამსტერდამული გუნდის მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძე 90+1-ე წუთზე შეიყვანა შეცვლაზე.

პირველი ტაიმი მასპინძლებმა რაიან ფლამინგოს 44-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. 48-ე წუთზე მაიკ ვან დერ ჰორნმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, ამის შემდეგ კრისტიან ჰლინსონმა 3-წუთიან მონაკვეთში მასპინძლების კარი ორჯერ აიღო, 65-ე წუთზე სტივენ ბერგვაინმა ამსტერდამელები დააწინაურა. 71-ე წუთზე იენს ტოორნსტტრამ წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, 90-ე წუთზე კი ოსკარ ფრაულომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 7 თამაშის შემდეგ "აიაქსი" 5 ქულით ბოლოსწონა, მე-17 ადგილს
იკავებს, მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, ეინდჰოვენის პსვ-სთან გამართავს, შუალედში ევროპის ლიგაზე 26 ოქტომბერს "ბრაიტონს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
სსუფთა პიტალოა მწვრთნელი.მაგ ჯინაობით კიც დადო შედეგი
Vaxo
17:51 22-10-2023
0
როგორ დაითარსა ეს ბიჭი, სად გადაიყვანეს. თამაში ისევ შეწყვეტილი იყო ცოტა ხანი. მწვრთნელს 91 წუთზე რისთვის შემოყავს შეცვლაზე - სტატისტიკისათვის? გამოსავალი - მოთმინება - მოცდის გარდა არ ჩანს, მაგრამ როდემდე? სანამ ფორმიდან არ "ამოვარდება?".
ვაჟა მასწ.
17:04 22-10-2023
0

სიახლეები პოპულარული