მშვენიერ ფორმაში მყოფი "კვარა" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 მატჩში გატანას ეცდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საშინელ ფორმაში მყოფ "უნიონს" დაუპირისპირდება - დღეს, 24 ოქტომბერს, 23:00 საათზე. ბერლინელებს ზედიზედ 8 წაგება აქვთ, მათ შორის, ორი ჩემპიონთა ლიგაზე.

ურს ფიშერი მთავარ მწვრთნელად რჩება და ცოტათი აუხსნელია, სტარტზე სამი გამარჯვების შემდეგ რა მოხდა. რუდი გარსიას გუნდმა "ბრაგას" ავტოგოლის დახმარებით აჯობა, მადრიდის "რეალთან" კი ჯუდ ბელინგემი ვერაფრით შეაჩერა. "ფიორენტინასთან" მარცხმა თითქოს ფრანგის პოზიციები დაასუსტა, თუმცა ნეაპოლელები კრიზისიდან გამოსვლას მაინც ახერხებენ.

Sportall.Ge

კვარაცხელიას გუნდი "მილანს" ახლა ხუთი ქულით ჩამორჩება. "ნაპოლის" გერმანულ კლუბებთან 8 მოგება,
5 ფრე და 9 მარცხი აქვს. გასულ სეზონში მათ ფრანკფურტის "აინტრახტს" აჯობეს და ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. კვარაცხელიამ დი ლორენცოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

"ნაპოლის" დანაკლისი დიდია - ჟესუსი, ანგისა, ოსიმენი... მშვენიერ ფორმაში მყოფი კვარაცხელია ზედიზედ მეოთხე მატჩში (ნაკრების ჩათვლით) გატანას ეცდება. ნიგერიელის გარეშე ის "ვერონასთან" მშვენივრად გამოიყურებოდა, საკმაოდ ბევრი თავისუფალი სივრცე ჰქონდა და დრიბლინგებს წარმატებით აგვირგვინებდა.

"ოლიმპიაშტადიონზე" გასამართ შეხვედრას ბოსნიელი პოლიტო განსჯის, რომელიც საკმაოდ მკაცრი არბიტრია.

altხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნეტა ყოველ თამაშში გაიტანდეს გოლს და ისარი კი არა თუგინდა შუბი ისროლოს
მალხაზი
23 ოქტომბერი 2023 17:41
4
21 წლის ასაკში მაგ დონეზე ესეთ ჩემპიონატში ესეთი გოლები გამქონდეს და მთელ სტადიონს ვაყვირებდე ისარი და სროლა კი არა ვინ რას დამიშლის და რით შემზღუდავს როგორც მიმდა ისე გამოვხატავ ჩემს ემოციას უბერე ხვიჩა შენს გვერდში ვართ
მიშა
24 ოქტომბერი 2023 00:27
2
მე მგონი, "დასტოინად" თქმას მისი ქართული შესატყვისი - ღირსეულად გამოვიყენოთ აჯობებს
ვაჟა
23 ოქტომბერი 2023 19:04
1
ხვიჩა! მორჩი ამ სულელურ სნაიპერობას და ერთი ნორმალური ჯიგრული აღნიშვნა მოიფიქრე, თორე ეს რაღაც ბავშვური სროლები არ არის შენი ხასიათიდან გამომდინარე შენი სტილი. თავმდაბალი არა თავში ავარდნილი ბიჭი ხარ და ცოტა არ იყოს და ზედმეტი მოგდის.
არა ჩასაფრებულის პოზიციიდან გამომდინარე ვწერ.
23 ოქტომბერი 2023 15:46
61
ნორმალური ჯიგრული აღნიშვნა რა არი ?
ყანწით დედმამიშვილების თქვას თუ რა
გენა
23 ოქტომბერი 2023 21:46
7
ბოღმიანი ხელმოცარულების ახალი ტაქტიკა ,,არა, კაცო, ჩასაფრებული კი არ ვარ, მაგრამ......'' და მსგავსი. ))))))))) ჩქარა სოროში. ))))))))))))) მთავარია, კარგად ითამაშოს და მშვილდოსანი იქნება თუ მორიელი, რა მნისვნელობა აქვს, თუ ეს ახარებს. )))) მაგრა სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ.
მამუკა
23 ოქტომბერი 2023 22:33
6
ყველა გამოხმაურება
ექსტრავაგანტურად აღნიშნავს, რაც ძალიან უხდება როგორც მას, ასევე ფეხბურთში გოლის ზეიმს. ყველა მისი გოლის ზეიმი, ჩემზე დადებითად მოქმედებს და ძალიან მომწონს გოლის აღნიშვნის მისეული ყველა ფორმა. ესევე, გააგრძელე ჩვენო ვარსკვლავო, შენ ფეხბურთის მხატვარი ხარ და სწორედაც ხატოვნად და გამორჩეულად უნდა აღნიშნო გოლის ზეიმი! გოლი...კიდევ გოლი ჩვენო ხვიჩა!
ქომაგი
24 ოქტომბერი 2023 13:39
5
ხვიჩა გენაცვალეეეეეე. რა ჯიგარი ბიჭი ხარ, ეს რომ ყველამ იცოდეს რა კარგი იქნებოდა. მიდი მიაწექი. აკეთე ის რაც გაბედნიერებს (მე ფეხბურთიდან მხოლოდ შენი გოლები და კარგი თამაში მაბედნიერებს) გააკეთე ის რაც გინდა და ბოღმიან მაწანწალა ხალხს ნუ მოუსმენ. დღეს მინდა მალე დაღამდეს რომ მეჩქარება დავინახო ბოღმიანი ხალხის სახეები შენი მაგარი თამაშის მერე. ვხედავ რომ ძალიან გულწრფელი გულშემატკივარი ბევრი გყავს და გაგვახარე არ გაჩერდე. ღმერთი შენსკენ
roma bejanidze
24 ოქტომბერი 2023 10:17
4
გოლს აუცილებლად გაიტანს - შეიძლება ორიც!
ურო
24 ოქტომბერი 2023 10:46
1
ფეხბურთის გულშემატკივარი,ჯერ კიდევ იმ დროიდან ვარ,როცა გოლის გატანის დროს,ყველა ხელებს მაღლა ასწევდა და დაიძახებდა;-არის!ან კიდევ;-გოოლ!მერე გოლის გამტანს,ხელს ჩამოართმევდნენ,კეფაზეც მოუთათუნებდნენ და ცენტრისაკენ მოდიოდნენ.მას შემდეგ ფეხბურთიც განვითარდა,ხალხიც შეიცვალა,დროც და დღეს,ყველა ცდილობს,სხვებისაგან გამოირჩეოდეს.თანაც არა მხოლოდ თამაშით,არამედ,გოლის აღნიშვნითაც.დრომ მოიტანა ეს ყველაფერი და ხვიჩას ბრალი,არაფერშია.დღევანდელ ცხოვრებას ხომ რეკლამა წარმართავს.ხვიჩამ,შარშანაც გოლის აღნიშვნის რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა და წელსაც აგრძელებს ძებნას.ალბათ ჯერ ვერ იპოვა ისეთი,რომელიც მისთვის სრულიად მისაღები და კომფორტული იქნება.ალბათ იპოვის იმას,რაც მისი იქნება და ეს თუ ვინმეს აღნიშვნის გამეორება იქნება,არც მაგაშია რაიმე ცუდი.მთავარია ეს აღნიშვნა,შენს არსს და განწყობას გამოხატავდეს!აღნიშვნის შესახებ,ჩემ აზრად მხოლოდ იმას ვიტყვი,რომ ოღონდ ხვიჩამ,ძველებურზე უკეთესად ითამაშოს და გოლის გატანა,თუნდაც მთელი მოედნის ხელებზე თავდაყირა შემოვლით აღნიშნოს.
პ.ს.რამაზ შენგელია,გოლის გატანის შემდეგ,ჯერ ხელებაწეული გარბოდა,შემდეგ კი,მარჯვენა ხელ აღმართული შეხტებოდა და თანაგუნდელებს გადაეხვეოდა.დღეს ასე მოკრძალებულად აღარავინ ზეიმობს,მაგრამ არც ხვიჩაა,ისეთი ადამიანი,ყველგან ექსტრავაგანტურობას რომ ცდილობს.საკმაოდ მოკრძალებული ბიჭია და იქნებ მსგავსი აღნიშვნა,მის პიროვნებასაც კარგად მოერგოს.დღევანდელობისათვის,ორიგინალურიც იქნება და არც ვინმე ჩასაფრებულს მისცემს საბაბს,რაიმეზე გამოეკიდოს.ცხონებული რამაზი,დიდი თავდამსხმელი იყო და მისი აღნიშვნის გამეორება,მეორე დიდი ქართველი თავდამსხმელის მხრიდან,მისი დაფასებაც გამოვა.რა თქმა უნდა,იმისი იმედი არა მაქვს,რომ ჩემს კომენტარს,ხვიჩა წაიკითხავს,მაგრამ ჩემი,როგორც მისი პირადი გულშემატკივარის მხრიდან,ამ შეთავაზებას მაინც გავუკეთებ.რა ვიცი,იქნებ მიაღწიოს ადრესატამდე და ჭკუაშიც დაუჯდეს.
სოსო
24 ოქტომბერი 2023 12:30
1
ნამდვილად არ მომწონს სხვისის გაზიარება, რა გახდა ეთი თავისი და ლამაზი აღნიშვნა მოიფიქროს. ამ მიბაძვებს თუ არ დაანება თავი ცუდად წავა საქმე!!!
ჭიჭე
23 ოქტომბერი 2023 16:30
37
გატანილი გოლის აღნიშვნა მაინც აცალეთ მის ჭკუაზე, რა ამბავში ხართ რა გჭილარიენ (გჭირთ)?!
Naturali Guruli
24 ოქტომბერი 2023 12:28
5

სიახლეები პოპულარული