"კვარაცხელიას წინააღმდეგ თავს ყველანი ერთად დავიცავთ" - "უნიონის" ფეხბურთელი

AutoSharing Option
"უნიონის" ნახევარმცველმა რანი ხედირამ ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩის წინ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა:

"რა თქმა უნდა, კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, შემთხვევით კი არ შეარქვეს "კვარადონა". ხვიჩა ოსიმენთან ერთად მრისხანე დუეტს ქმნის, რომელიც ხვალ არ იქნება, მაგრამ მისი შეჩერება მაინც რთული ამოცანაა.

ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა და რთული მეტოქე იქნება. თუმცა მის წინააღმდეგ თავს ყველანი ერთად დავიცავთ, რაც შეიძლება ნაკლებ თავისუფალ სივრცეს დავუტოვებთ და მეურვეობას გავუორმაგებთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზუსტად ის ნაკლები თავისუფალი სივრცე დაგღუპავთ თქვენ, რადგან მასში შეღწევა ყველა კაცს, მათ შორის კვარას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს!
ვაჟა მასწ.
21:56 23-10-2023
1
ეს მგონი სემი ხედირას (ცნობადი ყოფილი ფეხბურთელი) ძმაა ხომ? მაგარი დოდო ვინმე ყოფილა. სემი და რანი, წარუმატებლობას გისურვებთ!
fani
22:11 23-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული