მშვენიერ ფორმაში მყოფი "კვარა" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-4 მატჩში გატანას ეცდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საშინელ ფორმაში მყოფ "უნიონს" დაუპირისპირდება - დღეს, 24 ოქტომბერს, 23:00 საათზე. ბერლინელებს ზედიზედ 8 წაგება აქვთ, მათ შორის, ორი ჩემპიონთა ლიგაზე.

ურს ფიშერი მთავარ მწვრთნელად რჩება და ცოტათი აუხსნელია, სტარტზე სამი გამარჯვების შემდეგ რა მოხდა. რუდი გარსიას გუნდმა "ბრაგას" ავტოგოლის დახმარებით აჯობა, მადრიდის "რეალთან" კი ჯუდ ბელინგემი ვერაფრით შეაჩერა. "ფიორენტინასთან" მარცხმა თითქოს ფრანგის პოზიციები დაასუსტა, თუმცა ნეაპოლელები კრიზისიდან გამოსვლას მაინც ახერხებენ.

Sportall.Ge

კვარაცხელიას გუნდი "მილანს" ახლა ხუთი ქულით ჩამორჩება. "ნაპოლის" გერმანულ კლუბებთან 8 მოგება,
5 ფრე და 9 მარცხი აქვს. გასულ სეზონში მათ ფრანკფურტის "აინტრახტს" აჯობეს და ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. კვარაცხელიამ დი ლორენცოს მშვენიერი საგოლე პასი გაუკეთა.

"ნაპოლის" დანაკლისი დიდია - ჟესუსი, ანგისა, ოსიმენი... მშვენიერ ფორმაში მყოფი კვარაცხელია ზედიზედ მეოთხე მატჩში (ნაკრების ჩათვლით) გატანას ეცდება. ნიგერიელის გარეშე ის "ვერონასთან" მშვენივრად გამოიყურებოდა, საკმაოდ ბევრი თავისუფალი სივრცე ჰქონდა და დრიბლინგებს წარმატებით აგვირგვინებდა.

"ოლიმპიაშტადიონზე" გასამართ შეხვედრას ბოსნიელი პოლიტო განსჯის, რომელიც საკმაოდ მკაცრი არბიტრია.

altხვიჩას აღნიშვნა, რომელიც გააპროტესტეს; რუის გამოქომაგება და ფაქტორები, რომელთა გამოც ოსიმენის გარეშე უკეთესია...

მკითხველის კომენტარები / 20 /
Xvicha shen ogond gaitane da eset magal doneze iyavi da isari kiara tu ginda avtomati isrole xolme batistutasavit...ise ki chems mokrdzalebul azrs getyvi,romelime qartuli cekvis lamazi ileti iswavle kargad da mag iletit agnishne xolme ar jobiaa??es bogmianebic chaigdeben enas da tan lamazi iqneba da mogixdeba plius mtel msoflios achveneb ert-ert qartul sagandzurs
Gel-100
09:50 25-10-2023
0
აბა ბატისტუტას გოლის აღნიშვნაზე რა უნდა გეთქვა, გადაცხრილავდა ხოლმე თავისი ავტომატით მთელ სტადიონს.ისე ყველაზე მეტად ალან შირერის გოლის აღნიშვნა მომწონდა(მაღლა აწეული ხელით სირბილი).აი ჩემი საყვარელი ფეხბურთელის ალექს დელ პიეროსი კი არა(ენა გადმოგდებული) თუმცა ემოციები ძალიან დიდი იყო...
ლევანი76
22:45 24-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული