მიქაუტაძის "აიაქსს" ახალი მწვრთნელი შეურჩიეს - ის ამსტერდამულ გუნდში უკვე მუშაობდა

AutoSharing Option
Voetbal International-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძის "აიაქსის" ახალ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე 59 წლის ჯონ ვან სხიპს დანიშნავენ.

ამსტერდამულ გუნდს ევროპის ლიგაზე "ბრაიტონთან" მატჩში ჰედვიგს მადურო დამოძღვრავს, რომელიც გუშინ გათავისუფლებული სტეინის ერთ-ერთი ასისტენტი გახლდათ.

ნიდერლანდური პრესის ცნობით, მადურო კლუბს მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში გაუძღვება და შემდეგ ამ ფუნქციას ვან სხიპს მისცემენ.

გამოცდილი სპეციალისტი მუშაობდა "აიაქსის'' აკადემიაში, 2008/10 წლებში ამსტერდამული გრანდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

ვან სხიპი ბოლოს 2019/21 წლებში საბერძნეთის ნაკრებს ედგა სათავეში, იქამდე კი "ცვოლეში", "მელბურნ სიტიში", "ჩივასსა" და "მელბურნ ჰარტში"
მუშაობდა.

altსტეინს კარისაკენ მიუთითეს - ეს მიქაუტაძისთვის კარგი ვარიანტია?

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამხელა სანაკრებო პაუზა იყო და მას მერე პირველივე თამაშის მერე მოუწიათ მწვრთნელის შეცვლა.მაგარი ქლიბები ჩანან აიაქსის მმართველობაში.
Master
12:51 24-10-2023
1
არც ეს სჩანს დიდი ბუმბერაზი, მაგრამ იმედია ჟორჟი დაიტვირთება
მიხო
12:38 24-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული