"უნიონი" - "ნაპოლი". 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმი „უნიონსა“ და „ნაპოლის“ შორის 0:0 დასრულდა.

მატჩი მასპინძელთა უხიფათო შეტევებით დაიწყო, რის შემდეგაც სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ. კვარაცხელია ტრიმელს ლამაზი ფინტით გაექცა, მაგრამ მან ქართველს მაისურზე მოქაჩა და ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ ბურთს უფრო ხშირად ფლობდა, მომენტებს ვერ ქმნიდა. ბერლინელები კონტრიერიშებით პასუხობდნენ, გაიტანეს კიდეც, თუმცა ჰაბერერს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მერე ფოფანას დარტყმული ბურთი მეკარე მერეტმა მოიგერია და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

ბერლინი. "ოლიმპიაშტადიონი"
უნიონი - ნაპოლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ დაუყვირა ტრენერმა 45.+1-წუთზე უკან ჩადიო :დდდ

მოკლედ მაინც ბოლომდე ვერ გრძნობს თავს თაივსუფლად მთელი ერთი ტაიმი ერთ ეპიზოდშიც კი არ აიღო თამაში თავის თავზე იმის შიშით რომ კონტრ შეტევა არ ჭამოს გუნდმაა.. გარისკვის გარეშე ფეხბურთი ბეისბოლივით უნტიერესოა!
რიკი
00:00 25-10-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული