ინგლისის ჩემპიონშიპის მე-13 ტურში "უოტფორდმა" "სუონსი" სტუმრად 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი კენ სემამ 82-ე წუთზე გაიტანა.
სწორედ 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში გიორგი ჩაკვეტაძე, რა დროშიც 2-დან 1 დუელი მოიგო, ერთხელაც მეტოქე მასზე დაჯარიმდა.
პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა კი ქართველის გარჯა 6.6 ქულით შეაფასა.
"უოტფორდი" 16 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, "მილუოლთან" გამართავს.