კვარაცხელია, რომელიც მძიმე მატჩშიც შესამჩნევია და რატომ არაა მისი ქება სახიფათო - დგება ახალი გამოწვევების დრო?!

AutoSharing Option
საჩემპიონო სეზონის შემდეგ "ნაპოლის" არასტაბილური წელი ჰქონდა. მწვრთნელების ხშირი ცვლის მიუხედავად, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა... როგორ ფორმაში იყო ხვიჩა კვარაცხელია? ამის გასახსენებლად კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც გერმანულ "უნიონთან" ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირების შემდეგ (26 ოქტომბერი, 2023 წელი) გამოქვეყნდა...

სულ კი ვცდილობთ, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერამ ერთგვარი სადღეგრძელოს ფორმა არ მიიღოს და კრიტიკული ელემენტები გამოვყოთ, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს შეუძლებელიც კი ხდება. უფრო სწორად, ხდებოდა, გასული სეზონის მსგავსი ეპითეტების მიძღვნა ახლა ნაკლებად ყოფილა, "უნიონთან" შეხვედრამ კი "ნამდვილი" ხვიჩა
კიდევ ერთხელ დაგვანახა...

რა გვაჩვენა გასულმა სეზონმა? - ხვიჩა თამამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებულს ქმნიდა, ნაკლები პრაგმატულობითა და მეტი იმპროვიზაციით, გარდა ამისა, რთულ სიტუაციებსა და გაძლიერებული დაცვის პირობებში, თითქმის ყოველთვის ახერხებდა იდეალური გამოსავლის პოვნას. სამშაბათ საღამოს, გერმანელების წინააღმდეგ, ზუსტად ასეთი კვარაცხელია ვნახეთ, მძიმე და ჩაკეტილ მატჩში აშკარად შესამჩნევი, სხვაზე შემოქმედითი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია, მონდომებული. "კვარას" მიერ შესრულებული საგოლე პასი მართლაც იმ კატეგორიიდან იყო, რომელიც გოლის მთავარი განმსაზღვრელია და არა ფინალური დარტყმა, რომელიც ასევე მაღალი კლასის იყო.

Sportall.Ge

ხანდახან გვეშინია, სუბიექტურები არ ვიყოთ, მაგრამ ნახულობ საერთაშორისო შეფასებას, იმას, რომ ხვიჩა შეხევდრის საუკეთესო მოთამაშედ თავად უეფამ დაასახელა და ხვდები, რომ ეს მძაფრი შეგრძნებები რეალური და რაციონალურია. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ისევ თავის რელსებზეა, ის ღირსეულად უმკლავდება გაზრდილ ზეწოლასა და აწეულ თამასას, რაც უკვე ვარსკვლავურია. რომ არ ვიყოთ დარწმუნებული, "კვარა" ზრდას არ განაგრძობს და ქება ცუდ სამსახურს გაუწევს, ასე არ მოვიქცეოდით. ახლა საკითხავი ისაა, როდემდე გაიზრდება ნეაპოლში და როდის დადგება ახალი გამოწვევების დრო!..

წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, ხვიჩამ ის შეასრულა, რა დავალებაც მწვრთნელისგან ექნებოდა - იმუშავა დაცვაშიც, სისწრაფის ხარჯზე გააფრთხილებინა მცველები, მათ შორის მაშინ, როცა საკუთარ კართან საკმაოდ ახლოდან შეტევას იწყებდა. მოწინააღმდეგის მჭიდრო დაცვის პირობებში, მისი მისია ზღუდეების გაწელვა და აქედან ბურთის ზუსტი პასებით გამოტანა იყო. ვნახეთ ის დრიბლინგიც, რის გამოც ასე უყვართ. ახლა საინტერესოა, ოსიმენის გარეშე განსხვავებულ სტილში ათამაშებულ გუნდს და თავად ხვიჩას ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ რა ელით - ყველაფერი უკეთესად უნდა გაგრძელდეს და არა პირიქით!..

altკვარაცხელიამ რასპადორის გაატანინა - "ნაპოლიმ" ბერლინში გაიმარჯვა [VIDEO]

alt"მიხარია კვარაცხელიას ასეთი თამაში" - დი ლორენცომ "უნიონთან" მატჩი შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 45 /
შარშანდელზე მაგრად ითამაშა. ბევრად თავდაჯერებულია, ზედმეტ მოძრაოვებს აღარ აკეთებს, ფიზიკურად უფრო მძლავრად არის, აშკარად მსუბუქად მოძრაობდა და ბოლომდე არ დაღლილა. მე წელს უფრო მომწონს კვარა 2-3 კარგი თამაშით რაც აჩვენა. ემჩნევა გაზრდა. მთავარია ეხლა სტაბილურობაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი და ასეც იქნება. მოიტოვა უკან აშკარად ის ცუდი პერიოდი
შარშანდელზე მაგრად ითამაშა
13:59 25-10-2023
5
ორი თამაშია კვარა საკუთარი მხრებით ათამაშებს ნაპოლის. კვარას და ოსიმენის გარდა გუნდში ვარსკვლავი არ არის. კიბატონო კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ არა ყველა. ასეთი გუნდი (რუდი გარსიას ხელში) + კვარა საკმარისია საშუალო გუნდების დასამარცხებლად, მაგრამ კარგ გუნდებთან როგორც ვხედავთ ეს საკმარისი არ არის - ლაციო, ფიორენტინა, რეალი. ყველასთან დამარცხდა თან საკუთარ მოედანზე. ლაურენტისის ხელში ნაპოლიში ვარსკვლავებს არც უნდა ველოდოთ, ის კი არა ოსიმენიც როგორც სჩანს მალე აიბარგება. ამიტომ კვრას უკვე მომავალ წელსვე სჭირდება თავისი კალიბრის ახალი გუნდი, რომელიც მუდმივად უმაღლესი მიზნებისათვის იბრძვის!
Irakli
12:10 25-10-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული