ოსიმენი: "კვარა" გიჟური ტალანტი და დიადი ადამიანია

AutoSharing Option
თავის მეგობარ მარიო ბალოტელისთან TV Play-ს ეთერში "ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"გიჟური ნიჭის მქონე ტალანტია. მისი თამაში ძალიან მომწონს. ფეხბურთისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც მე. მეტსახელი შევარქვი - "ჯადოქარი". იმის გარდა, რომ დიდებული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია მისი ადამიანური თვისებები - ამ მხრივაც დიადია. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს".

მან აგრეთვე თქვა, რომ ნეაპოლში თავს კარგად გრძნობს და "ოქროს ბურთზე" ოცნებობს.

ოსიმენი ტრავმის გამო ნოემბრის ბოლომდე თამაშს ვერ შეძლებს, თებერვალში კი ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში აფრიკის თასზე იასპარეზებს
და "ნაპოლის" ვერ დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კვარას ვენაცვალე გულში და ყველას ვინც მას ნიჭს და ადამიანობას არ დაუკარგავს! თუცა ოსიმენმა სადღაც რაღაც თქვა იმის წერა არ გეზარებათ და საქართველოს თასის მეოთხედფინალებზე სრული იგნორი არაა მოსაწონი!
ლადო
11:01 26-10-2023
5
საქართველოს ჩემპიონატი სულ უნდა გააუქმონ და სხვარამე მოიფიქრონ. შენ უყურებ საქართველოს ჩემპიონატს?
არაფერი
12:48 26-10-2023
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული