"ლილმა" "სლოვანს" თამაში შემოუტრიალა - ბრატისლაველებს მალე რევანშის შანსი მიეცემათ

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „სლოვანი“ საფრანგეთში „ლილთან“ 1:2 დამარცხდა.

ვაისის შეგირდები 68-ე წუთამდე იგებდნენ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯაბა კანკავა კი 90+4-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანი“ A ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ლილს“ 1 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 10 ნოემბერს უმასპინძლებს.

ლილი. „პიერ მორუა“
ლილი - სლოვანი 2:1
გოლები: 0:1 ჩავრიჩი (25), 1:1 იაზიჯი (68), 2:1 კაბელა (82)
გაძევება: ლოვატი (85, სლოვანი)

-31SEP/01/5-slovni.jpg" border="0" alt="alt" title=""ლილმა" "სლოვანს" თამაში შემოუტრიალა - ბრატისლაველებს მალე რევანშის შანსი მიეცემათ" style="height: 50px; width: 50px;" />"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა - კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაისი თავის სტიქიაშია ხუთივე შეცვლა 90წუთზე გააკეთა. ნეტა რა ეჩქარებოდა?
Ioseb
01:07 27-10-2023
0
ჩვენი გურამიკო ჩვეულებრივად პროდუქტიული იყო და გარდატეხა შეიტანა თამაშში, საოცარი პირველი პასი აქვს ბურთის ამოტანის დროს. მაგრამ მე მაინც მირჩემნია დაასრულოს საერთაშორისო კარიერა და შეუერთდეს ლომჯარიას პარტიას!
llcl
08:32 27-10-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული