ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „ბრაიტონთან“ 0:2 დამარცხდა.
"ბრაიტონმა" აშკარად დაჯაბნა მეტოქე და ევროტურნირებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა გუნდმა, რომელსაც დროებით ჰედვიგეს მადურო ჩაუდგა სათავეში, მორიგი მარცხი განიცადა.
„აიაქსს“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა ინგლისში.
„აიაქსი“ B ჯგუფში 2 ქულით აუტსაიდერია და ტურნირზე შემდეგ შეხვედრას 9 ნოემბერს სახლში „ბრაიტონთან“ გამართავს.
ბრაიტონი. „ამექსი“
ბრაიტონი - აიაქსი 2:0
გოლები: 1:0 პედრო (42), 2:0 ფატი (53)