გამოჯანმრთელებული მიქაუტაძის შესახებ კომენტარი მწვრთნელმა გააკეთა - ათამაშებენ პსვ-სთან?

AutoSharing Option
"აიაქსმა" ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვა (6 წაგება და 3 ფრე) და საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა. გუნდი ნიდერლანდების ჩემპიონატზე მე-17 ადგილზეა, ევროპა ლიგაზე ჯგუფში კი აუტსაიდერია. საბუქმეკერო კანტორა ZEbet-მა ამსტერდამული გუნდის ქვედა დივიზიონში გავარდნაზე ფსონების მიღება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსი" უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია, აქამდე გიორგი მიქაუტაძეს თავის გამოჩენის საშუალება თითქმის არ მიეცა. მიზეზი კი უთუოდ ისაა, რომ მისი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა სვენ მისლინტატმა განახორციელა, რომელიც ფინანსურ მაქინაციებშია ეჭვმიტანილი, თუმცა ჯერ
ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს.

გიორგი გუნდს "ბრაიტონთან" გასვლით მატჩში (0:2) ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა. "აიაქსის" დროებითმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ განაცხადა, რომ ქართველი მომჯობინდა, ვარჯიში განაახლა და სათამაშოდ მზადაა.

"აიაქსი" ხვალ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ პსვ-ს სტუმრად შეხვდება და ეგებ მიქაუტაძეს შანსი მიეცეს. ის ხომ შიდასაკლუბო დაპირისპირებებში არაფერ შუაშია და სრულიად უმიზეზოდ აღმოჩნდა რთულ ვითარებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული