გასული სეზონი ნეაპოლელებისთვის შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მილანელებთან ისინი ჩემპიონატშიც დაიჩაგრნენ და ჩემპიონთა ლიგაზეც - პიოლის კონტრშეტევებზე აგებულ ტაქტიკასა და ლეაოს სპალეტიმ ვერაფერი დაუპირისპირა. მეოთხედფინალური დრამა
ისევ გვახსოვს, ხვიჩა კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი და დიდი ემოციები. ქართველი გარემარბი, რომელიც ახლა კარგ ფორმაშია, ერთგვარი
სერია "ა"-ს მიმდინარე სეზონში "მილანი" სტუმრად უკეთ თამაშობს, "ნაპოლის" საკუთარ არენაზე უკვე 2 მარცხი აქვს, 2018 წლის შემდეგ კი შინაურ კედლებში მილანელებისთვის არ უჯობნია. ჩემპიონთა ლიგაზე "კვარა" და მისი თანაგუნდელები უახლოეს მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებიან. თუკი რუდი გარსიას გუნდი გამარჯვებას მოახერხებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგი სპეციალისტის გზა უკვე წარმატებულად ჩაითვლება და ის ნეაპოლში მუშაობას განაგრძობს. სატურნირო ცხრილში ისეთი ვითარებაა, ჯერ დაკარგული არაფერია, ჩემპიონობაც კი!..
თუკი მასპინძლებს ანგისა მოუმჯობინდათ, სტუმრებს ტიაუ, ბენასერი, ჩუკვუეზე და ლოფტუს-ჩიკი აკლიათ. "მარადონაზე" გასამართ შეხვედრას დღეისთვის ყველაზე სახელოვანი იტალიელი არბიტრი, დანიელე ორსატო განსჯის.
"გალიაში უნდა ჩავკეტოთ, ისე, როგორც შარშან" - კრუდელიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ერთი მშიშარაა, მეორე კი პროფესიონალი" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარა" და ლეაო შეადარა