ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სტუმრებმა შანსები უკეთ გამოიყენეს და ფრეს მიაღწიეს.
„ბორდო“ 12 ქულით მეთოთხმეტე ადგილზეა და 4 ნოემბერს სტუმრად „ბასტიას“ შეხვდება.
ბორდო. „მატმიუკ-ატლანტიკი“
ბორდო - როდეზი 2:2
გოლები: 1:0 ბარბე (13, პენ), 2:0 ვაისბეკი (18), 2:1 არკონტე (33), 2:2 ჰუნტონჯი (79)
გაძევება: მპასი (89, როდეზი), ელისი (90+8, ბორდო)