გელაშვილმა იტალიაში შეუცვლელად ითამაშა - ალვინიმ ქართველი შეაქო

AutoSharing Option
"სპეციას" 22 წლის მცველმა ივა გელაშვილმა სერია B-ს მეთერთმეტე ტურში "კოზენცასთან" საკუთარ მოედანზე უგოლოდ დასრულებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"სპეციას" მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ (გასულ წელს კრემონეზეს თავკაცი იყო) განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში პირველად დააყენა გელაშვილი და ლორენს სერპე, მათ მეტოქის მაღალი კლასის შემტევებს გასაქანი არ მისცეს, თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს, გუნდმა კი ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"სპეციამ" გელაშვილი 23 აგვისტოს სეზონის ბოლომდე იჯარით კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით
აიყვანა. მან ახალ გუნდში მეორე მატჩი ჩაატარა.

"სპეცია" 8 ქულით მე-16 ადგილზეა და 2 ნოემბერს თასზე სტუმრად "სასუოლოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს,წარმატებები!!!
სოსო
01:15 29-10-2023
1
წარმატებებს ვუსურვებ, ბევრი შრომა და ნაკრებისმცველობა, აუცილებლად.
დიდება საქართველოს!
ლევანი
16:39 29-10-2023
0

სიახლეები პოპულარული