გელაშვილმა იტალიაში შეუცვლელად ითამაშა - ალვინიმ ქართველი შეაქო

AutoSharing Option
"სპეციას" 22 წლის მცველმა ივა გელაშვილმა სერია B-ს მეთერთმეტე ტურში "კოზენცასთან" საკუთარ მოედანზე უგოლოდ დასრულებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"სპეციას" მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ (გასულ წელს კრემონეზეს თავკაცი იყო) განაცხადა, რომ დაცვის ცენტრში პირველად დააყენა გელაშვილი და ლორენს სერპე, მათ მეტოქის მაღალი კლასის შემტევებს გასაქანი არ მისცეს, თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს, გუნდმა კი ამ სეზონში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ეს გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"სპეციამ" გელაშვილი 23 აგვისტოს სეზონის ბოლომდე იჯარით კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით
აიყვანა. მან ახალ გუნდში მეორე მატჩი ჩაატარა.

"სპეცია" 8 ქულით მე-16 ადგილზეა და 2 ნოემბერს თასზე სტუმრად "სასუოლოს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სერია B-ს გუნდი სერია A-ს გუნდს როგორ ხვდება შემდეგ ტურში?
ინოკენტი
29 ოქტომბერი 2023 21:59
2
თასზე ხვდება
ირაკლი
30 ოქტომბერი 2023 00:27
0
თასზე ხვდება.... თასზე.... განგიმარტო ახლა სერია ბ-ს გუნდი სერია ა-ს გუნდს როგორ და რატომ ხვდება თუ შენ თვითონ მიხვდები? :-D
TT
29 ოქტომბერი 2023 23:41
0
ყველა გამოხმაურება
წარმატებებს ვუსურვებ, ბევრი შრომა და ნაკრებისმცველობა, აუცილებლად.
დიდება საქართველოს!
ლევანი
29 ოქტომბერი 2023 16:39
0
ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს,წარმატებები!!!
სოსო
29 ოქტომბერი 2023 01:15
1

სიახლეები პოპულარული