პირველი ტაიმი სტუმრებმა მოულოდნელად 2:1 მოიგეს. თუმცა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა აუტსაიდერი დაჯაბნეს და გამარჯვება მოიპოვეს. "ნაპოლიდან" დაბრუნებულმა ირვინგ ლოზანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ამსტერდამული გუნდის დროებითმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე არ ათამაშა და ძნელია ამას სახელი მოუძებნო - მავნებლობა თუ საბოტაჟი ფეხბურთელისა და საკუთარი კლუბის მიმართ.
"აიაქსმა" ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვა (7 წაგება და 3 ფრე) და საკლუბო ანტირეკორდი განაახლა.
„აიაქსს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული,
ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - აიაქსი 5:2
გოლები: 0:1 ვან დენ ბომენი (10), 1:1 ლოზანო (21), 1:2 ბრობი (40), 2:2 ლ. დე იონგი (49), 3:2 საიბერი (52), 4:2 ლოზანო (60), 5:2 ლოზანო (72)