"აიაქსის" კოშმარი გრძელდება - მავნებლობა მიქაუტაძის მიმართ და ლოზანოს ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეათე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე ლიდერ პსვ-სთან 2:5 დამარცხდა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა მოულოდნელად 2:1 მოიგეს. თუმცა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა აუტსაიდერი დაჯაბნეს და გამარჯვება მოიპოვეს. "ნაპოლიდან" დაბრუნებულმა ირვინგ ლოზანომ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ამსტერდამული გუნდის დროებითმა მწვრთნელმა ჰედვიგეს მადურომ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე არ ათამაშა და ძნელია ამას სახელი მოუძებნო - მავნებლობა თუ საბოტაჟი ფეხბურთელისა და საკუთარი კლუბის მიმართ.

"აიაქსმა" ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩში გამარჯვება ვერ მოიპოვა (7 წაგება და 3 ფრე) და საკლუბო ანტირეკორდი განაახლა.

„აიაქსს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული,
5 ქულით ბოლო, მეთვრამეტე ადგილზეა და 2 ნოემბერს „ვოლენდამს“ უმასპინძლებს.

ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - აიაქსი 5:2
გოლები: 0:1 ვან დენ ბომენი (10), 1:1 ლოზანო (21), 1:2 ბრობი (40), 2:2 ლ. დე იონგი (49), 3:2 საიბერი (52), 4:2 ლოზანო (60), 5:2 ლოზანო (72)

მკითხველის კომენტარები / 15 /
აიაქსის პრობლემა არც მიქაუტაძეა და არც თავდასხმა.გუნდი არ ვარგა,მითუმეტეს დაცვა საDინელებაა
ლექსო
13:19 30-10-2023
1
წაიღეს ტვინი ამ აიაქსით,ნუთუ ვერ ხვდებიან,2019 ჩემპიონთა ლიგაში თითქმის ყველას რომ გადაუარეს ეს ვერ მოინელეს ფეხბურთის გლობალისტებმა და ხერხემალში გადატეხეს-გუნდი დაანაწევრეს,საუკეთესო ფეხბურთელები ჩამოაცილეს და თან ისე რომ მათი შემდგომი კარიერა მიწასთან გაასწორეს.ახლა კი საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებისგან სასწაულებს მოითხოვენ :)
Basten
07:56 30-10-2023
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული