სერია A-ს მეათე ტურში „ნაპოლიმ“ და „მილანმა“ ქულები გაიყვეს - 2:2.
დებიუტში პოზიციური თამაში იყო, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. სადღაც მეოცე წუთისთვის თამაში გაიხსნა. აქტიურ ჟირუს ორი შანსი მიეცა, ჯერ მისი დარტყმული ბურთი რაჰმანიმ დაბლოკა, შემდეგ კი თავურით მერეტის კარი დალაშქრა და თერთმეტმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მერე კვარაცხელიამ პოლიტანოს კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ მეკარე მანიუ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავისი გუნდი გადაარჩინა. ცოტა ხანში ხვიჩა მეურვეს გაექცა, ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მან ორიოდ მეტრიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, "როსონერიმ" გაიტანა - 37 წლის ჟირუმ მეორე სართულზე რაჰმანი ისევ დაჯაბნა და დუბლი შეასრულა. ცოტა ხანში თეო ერნანდესმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი "მილანმა" 2:0 მოიგო.
შესვენებაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა რუდი გარსიამ რაჰმანი ესტეგორით, მარიო რუი ოლივეირათი, ელმასი სიმეონეთი შეცვალა, პოლიტანომ კი სხვაობა შეამცირა. მასპინძლები უპირტესობას დაეუფლნენ. „კვარას“ დარტყმული ბურთი ტომორიმ დაბლოკა, გოლი მომწიფდა და რასპადორიმ საჯარიმოდან ანგარიში გაათანაბრა. სიტუაცია დაიძაბა, მსაჯმა „მილანის“ მწვრთნელი პიოლი გააძევა. გარსიამ მოედანზე ზელინსკის და პოლიტანოს ნაცვლად ანგისა და ძანოლი შეუშვა. 89-ე წუთზე ნატანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნეაპოლელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარემ ფეხით მოიგერია და საბოლოოდ ფრე - 2:2.
„ნაპოლი“ 18 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს გასვლაზე „სალერნიტანასთან“ ჩაატარებს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - მილანი 2:2
გოლები: 0:1 ჟირუ (22), 0:2 ჟირუ (32), 1:2 პოლიტანო (50), 2:2 რასპადორი (63)
გაძევება: ნატანი (89)
ხვიჩამ არ ითამაშა ცუდად, განსაკუთრებით პირველ ნახევარში.
როცა არც პასი აქვთ და არც გოლი, კვარა მაინც კარგად თამაშობს. მაინც საუკეთესოებს შორის არის ხოლმე მოედანზე, გოლის გამტანების შემდეგ საუკეთესო შეფასება აქვს აქაც.
ლეაო კი ეპიზოდების ფეხბურთელია, თუ მიეცა შანსი გაიქცევა მაგარ დრიბლინგს გააკეთებს მარა ეს თუ ვერ ქნა, სხვას ვერაფერს აკეთებს.
ანუ ლეაომ კარგად ითამაშა თუ არა სტასტიკას უნდა ჩახედო მხოლოდ, თუ შეაგდო გოლი ან ასისტი გააკეთა რაღაცა უქნია, თუ ვერადა ე.ი. თამაში ჩააგდო.
და ამ სტატისტიკაშიც კი ვერ ჯობნის კვარას, ამითაც ყველაფერი ნათქვამია.