როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

AutoSharing Option
"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.

ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.

ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ლაშა რატო აგიჟებ სასტავს ?
Platona
31 ოქტომბერი 2023 22:06
0
ლათინური ასოებით რომ აწერ სახელს შენს მოსაზრებებს. შენ ლექსო არ იქნები. როგორ შეიძლება ქართველი კაცი იმას ვერ აცნობიერებდეს თუ რას აკეთებს ეს პატარა ბიჭი ჩვენი ქვეყნისთვის. ან არადა სუფთა ნაცი ხარ, ვისაც ჩვენი ქვეყნის პატარა სიკეთეც კი ვერ აგიტანია
ლექხო
31 ოქტომბერი 2023 19:31
1
მე მგონია ამ თამაშის მერე ნაპოლი უფრო აგრესიული და ძლიერი გახდება!მინიმუმ სამეულში მოხვდება. ხვიჩა კი ძაან გაზრდილია შაღშანდელთან შედარებით, და თუ ცივსისხლიანი და მშვიდი იქნება ამ სეზონში იგი შარშანდელზე უფრო უკეთეს შედეგებს დადებს
რობი
30 ოქტომბერი 2023 15:50
1
კი არ იკარგება, უბრალოდ ნაპოლი არი სუსტი გუნდი და ხვიჩაზეა მთელი ყურადღება. აბა ელმასს და კაიუსტეს რა აყვანა უნდათ?
გენო
30 ოქტომბერი 2023 14:25
1
არ მიყვარს როცა რიგითი გულშემატკივარი ზედმეტად პროფესორობს.ხვიჩა რომ რიგითი ფეხბურთელი არ არის და ყველა გუნდისთვის თავის ტკივილია ფაქტია.ასე მგონია შარშანდელ ფორმას ნელანელა უახლოვდება.ხოლო შარშან რეები ჩაიდინა ფეხბურთის ნაღდ გულშემატკივრებს ძალიან ლამაზად გვახსოვს.გუშინ შეიძლებოდა ნამდვილი გმირი გამხდარიყო მაგრამ იღბალმა უმუხთლა.
ამაშია საქმე
30 ოქტომბერი 2023 12:46
4
კიმი
დააკლდათ ძალიან
კიმი რომ ყავდეთ ისევ ჩემპიონები იქნებიან.
რაც შეეხება ძლიერ გუნდებთან იკარგება, რას გულისხმობთ ვაი გულშემატკივრებო?
კი არ იკარგება, უფრო მეტი წინააღმდეგობა აქვს და ისე თავისუფლად ვერ არის. დღეს უძლიერეს მცველის წინააღმდეგ მოუწია თამაში, და პოლიტანოს უყურადღებობის რომ არა საგოლეპასი რომ გაუფუჭა, მერე რას დაწერდით საინტერესოა.
მცველმა უმრავლეს შემთხვევაში აჯობა წერთ.
თავდამსხმელი რამდენჯერ ბურთს წაიღებს იმდენი თუ მოატყუა ყველა და მეკარის პირისპირ დარჩა, გინახავთ როდესმე? ორი და სამი კაცი უღობავდა გზას.
ხვიჩამ უმაღლესი დონე აჩვენა აქაც, ჩემი თუ არ გჯერათ გარსიას შეეკითხეთ
თენგო
30 ოქტომბერი 2023 12:33
2
ინუგეშეთ ეხლა თავი იმით თუ რა შეფასება დაუწერეს პროსაიტებმა-სხვა რა დაგრჩენიათ. იქნებ გაზზეტა დელლა სპორტის შეფასებაც მოგენიშნათ ან სხვა იტალიური ანალიტიკური გამოცემების. ფეხბურთზე აზრზე რომ არ ხართ კი ვიცი,მაგრამ გუშინ როგორ ითამაშა მაგრად და როგორ ულიდერა გუნდს მაინც როგორ ახსნით, გასაკუთრებით მილანის მეორე გოლის შემდეგ საერთოდ ჩაიკარგა და ჩაქრა მინდორზე, მეორე ტაიმში სხვებმა შემოაბრუნეს თამაში და არა ხვიჩამ, ბოლოსკენ შანსი მიიღო და ისიც ვერ შეასრულა, ხოდა როგორ არის გუნდის ლიდერი და ა.შ. დროა გაიგოთ ამ კვარადონას სექტამ რომ ის სერია-ს ერთი კარგი ფეხბურთელია და სულ ეგ არის, მას მაღალი დონის მეტოქეებთან გუნდის ლიდერობის არც კლასი აქვს და არც თვისებები-ვერონას დონის გუნდებთან კი ბატოოო-მოგიწოდეთ თუ გახსოვთ მილანთან თამას დალოდებოდით-ერთი ალიაქოთი რომ ატეხეთ ვერონასთან გატანილი გოლების და დაშლილ ბერლინთან საგოლე გადაცემის გამი, მაგარი თუ ხარ საკვანძო თამაშებში უნდა დახურო, ამან კი როგორც კლუბში ისე ნაკრებში ყველა ასეთი შეხვედრა ჩააგდო- შეგახსენოთ- ლაციო,ფიორენტინა,ესპანეთი,ნორვეგია,შოტლანდია-მილანიც ვერ არის ეხლა მაგარ ფორმაში,თორემ მინიმუმ ხუთის გატანა შეეძლო.....მაგრამ გული არ გაიტეხოთ გაუტანს ეხლა სერიას რომელიმე ჭ კლასის გუნდს და გააგრძელეთ ქება-დიდება...რა პრობლემაა...
leqso
30 ოქტომბერი 2023 11:47
38
ბიჯო,12 დრიბლინგის მცდელობიდან,6 წარმატებული ჰქონდა და ასეთი რანგის მატჩში,ბევრი ახერხებს ამას?სულ ცოტა ორი კაცი,ყოველთვის წინ ედგა და ამის მიუხედავად,მაინც 6 ჯერ გამოვიდა გამარჯვებული.კარში ზუსტად დაარტყა და სუფთა საგოლე პასი მისცა,პოლიტანოს.მან რომ კარს ააცილა,ამით სტატისტიკა გაუარესდა თორემ,ხვიჩას კარგ თამაშს რა მოაკლდა?უბრალოდ,დანახვა უნდა გინდოდეს,რომ დაინახო!საწყენი ის არის,რომ შენი სისხლი და ხორცი გძულს,თორემ ფეხბურთის გაგებაში რომ არ ხართ,მაგას როგორმე ავიტანთ.
სოსო
30 ოქტომბერი 2023 23:48
0
100% ძმაო და იმი მაგივრად სიმართლე თქვან და პროგრესისკენ მოუწოდონ ყოველ პატარა გაელვებას სასწაულად ხატავენ.მარტივ რამეს ვიტყვი რაც მსოფლიომ ნახა მესი მას მერე თვითოეულმა ფეხბურთელმა რომელიც თავს ტოპად მიიჩნევს მაგალითად უნდა აიღოს ლეო.ნახეთ ლეოს თამაშები და მიხვდებით როგორ შეიძლება ერთმა კაცმა 90 წუთის განმავლობაში დადოს სტატისტიკა,ესთეტიკა და ის სილამაზე რისთვისაც ფეხბურთს ვუყურებთ.აი ეგ არის ტოპ და არა ისე ვიღაც ბოლო დონის კალაბრის 2 ჯერ მაინც აჯობა.და შედეგი საბოლოო? არაფერი
გიორგი ბ
30 ოქტომბერი 2023 21:23
2
ყველა გამოხმაურება
ყოველ ტურში გოლს ვერ გაიტანს. ახლა უფრო ბევრს მუშაობს ვიდრე შარშან მაგრამ უკვე იციან ვისთან აქვთ საქმე და ორი სამი კაცის ყურადღების ქვეშ არის. მის ფლანგზე მუდმივი დაძაბულობაა და პოლიტანომაც თუ ასე გააგრძელა ნებისმიერ დაცვას დაშლიან ოსიმენთან ერთად. გარსია დაცვას მიხედე დაცვას თორემ წეიღო წყალმა ყველაფერი. ამ სალახანა ლავრენტამ კიმი რა ნამუსით გაუშვა? მიემატებია ხელფასზე ერთი ორი მილიონი არ ჯობდა ამ ცოდვის ტრიალს?
ირაკლი ქუთაისელი
30 ოქტომბერი 2023 10:27
5
არც ვიცი რა დავწერო, ორჯერ კარში დარტყმული ერთხელ დაუფარეს და ბოლო წამზე მეკარემ აუღო და სუსტი თამაში იყოო. ჩვენ უფრო ვიცით ვიდრე ყველა სხვა ანალიტიკოსმაო. რომ ირბინა 100 წუთი ბოლო წამამდე, უპირატესობა შექმნა, რომ გუნდი ბურთით ყოფილიყო, პირველი ტაიმი და ბოლო 10 წუთი მარტომ ათრია გუნდი, დაცვა აჭრა - ეგ არაა ხომ ფეხბურთი? რა მაგარი თამაში დაიდო და ეგ თუ არ მოგწონთ ფეხბურთში და ბოლომდე ბრძოლას თუ არ აფასებთ, დავდგეთ და ვურტყათ პენლები მარტო, და დავიშალოთ 5 წუთში, რა საჭიროა 90 წუთი ბრძოლა და სირბილი?
ვისტი
30 ოქტომბერი 2023 09:32
3
შოთას

დარტყმაზე რო სამუშაო აქვს, აქ არ დავობს არავინ, რო შეუძლია ეგეც ყველამ ვიცით... სტაბილურობაა საჭირო ვარჯიშით რო მიაღწიოს... აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, არ დაგავიწყდეთ რომ მეორე სეზონია მისი ამ დონეზე და ამხელა ტვირთი და ამხელა წნეხი ადვილი არაა და მეტნაკლებად კარგად უმკლავდება და წინ მიდის ბიჭი... ამ დროს ნორმალურზე ბევრად კარგი თამაშის დროს ჩასაფრება რო ვსო ეგ არ ყოფილა არაფერი და ჩაიკარგა, არასწორია ობიექტურად. მეტი არაფერი
რა მაფიაა?
30 ოქტომბერი 2023 12:50
1
დარტყმა იყო პოლიტანომ რო შესარულა, რასპადორიმ! ამას ფეხში ძალა რატო გამოეცალა, არ ვიცი!! თავიდან ხო უბაზუნებდა ჯიგრულად, ანუ შეეძლო ფაქტია
შოთა
30 ოქტომბერი 2023 10:42
9
აქაც და სხვაგანაც კომენტარებს რო ვუყურებ ან სხვა თამაშს უყურეთ მეგობრებო და ან კვარას გოლზე გქონდათ დიდი კუში გამაზული და გაბოროტებულები იძახით რო უსუსტესი თამაში ქონდაო... გაანებეთ თავი დიდ ფსონებს და დადეთ ხოლმე ლარიანი ბილეთი, უფრო საინტერესოა ფეხბურთის ყურება ბილეთზე რო არ ნერვიულობ
რა მაფიაა?
30 ოქტომბერი 2023 09:15
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული