როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "მილანთან" მატჩში?

AutoSharing Option
"მილანთან" სერია A-ს მეათე ტურის მატჩში (2:2) "ნაპოლის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარე მანიუმ მის მიერ დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია.

ქართველმა წამყვანი ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა: 7.3 Sofascore-სგან, 7.7 flashscore-სგან და 7.8 Whoscored-ისგან - ერთ-ერთი საუკეთესო თავის გუნდში.

ყველაზე მაღალი შეფასება დუბლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 22 /
არც ვიცი რა დავწერო, ორჯერ კარში დარტყმული ერთხელ დაუფარეს და ბოლო წამზე მეკარემ აუღო და სუსტი თამაში იყოო. ჩვენ უფრო ვიცით ვიდრე ყველა სხვა ანალიტიკოსმაო. რომ ირბინა 100 წუთი ბოლო წამამდე, უპირატესობა შექმნა, რომ გუნდი ბურთით ყოფილიყო, პირველი ტაიმი და ბოლო 10 წუთი მარტომ ათრია გუნდი, დაცვა აჭრა - ეგ არაა ხომ ფეხბურთი? რა მაგარი თამაში დაიდო და ეგ თუ არ მოგწონთ ფეხბურთში და ბოლომდე ბრძოლას თუ არ აფასებთ, დავდგეთ და ვურტყათ პენლები მარტო, და დავიშალოთ 5 წუთში, რა საჭიროა 90 წუთი ბრძოლა და სირბილი?
ვისტი
09:32 30-10-2023
3
აქაც და სხვაგანაც კომენტარებს რო ვუყურებ ან სხვა თამაშს უყურეთ მეგობრებო და ან კვარას გოლზე გქონდათ დიდი კუში გამაზული და გაბოროტებულები იძახით რო უსუსტესი თამაში ქონდაო... გაანებეთ თავი დიდ ფსონებს და დადეთ ხოლმე ლარიანი ბილეთი, უფრო საინტერესოა ფეხბურთის ყურება ბილეთზე რო არ ნერვიულობ
რა მაფიაა?
09:15 30-10-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული