პარიზში, თეატრ "შატლეში", "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი გაიმართება. "ფრანს ფუტბოლის" პრიზი, დიდი ალბათობით, მერვედ გადაეცემა ლეო მესის.
30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი იყვნენ დასახელებული, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნეაპოლური კლუბის ორი წარმომადგენელია პრეტენდენტთა შორის.
საბოლოოდ კვარაცხელიამ ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. ცნობილი გახდა, რომ მე-16 პოზიცია ქარიმ ბენზემას (ალ იტიჰადი) ერგო, მე-18 - ჯუდ ბელინგემს (რეალი), მე-19 - ჰარი კეინს (ბაიერნი), ხოლო მე-20 - ლაუტარო მარტინესს (ინტერი).
აქამდე
1961 წელი - მიხეილ მესხი (მე-17 ადგილი), სლავა მეტრეველი (23)
1965 წელი - სლავა მეტრეველი (17)
1968 წელი - მურთაზ ხურცილავა (24)
1972 წელი - მურთაზ ხურცილავა (11)
1981 წელი - რამაზ შენგელია (7), ალექსანდრე ჩივაძე (8), დავით ყიფიანი (11)