"ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი... მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა" - რა თქვა კვარაცხელიამ Ballon d'Or 2023-ზე მე-17 ადგილის დაკავების შემდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიამ 2023 წლის "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს შორის მე-17 ადგილი დაიკავა. ქართველი დაჯილდოებაზე მეუღლესთან ერთად მივიდა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ ყოფნა მომიწევდა. ამის გამო ძალიან მოხარული და მადლობელი ვარ.

ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და მათთან ერთად აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დიდებული ფეხბურთელები არიან და მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.

მესიმ "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა. მან მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და სიტყვები არ მეყოფა იმის აღსაწერად, რაც მან მუნდიალზე გააკეთა", - თქვა
კვარაცხელიამ.

altხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში მე-17 ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ქართულო ტელევიზიებო მეტი პოლიტიკა თქვენ ეთერებში, მეტი არაფრის მაქნისი პოლიტიკოსები გვაჩვენეთ და მართლა ვინც ქვეყნისთვის საქმეს აკეთებს და ქვეყანას წარმოაჩენს ის არ აჩვენოთ. წესით ეხლა ყველა ქართული არხი უნდა აჩვენებდეს ამ დაჯილდოვებას, გეგონება ყოველ წელს გვყვავს ტოპ 20 ში წარმომადგენელი და აღარ გვიკვირს. პირველი არხი, ჩვენი ფულით რო არსებობთ გვაყურებინეთ ის რაც ჩვენ გვინდა!!! საქართველოსთვის ამაზე დიდი რეკლამა რაც ეხლა პარიზშია არ არსებობს. მარა პირველ არხს რა უნდა მოსთხოვო რო კითხო ფეხბურთის პოპულარიზაციას ეწევა და ზაფხულში აქეთ სთხოვდა გორის დილას ფულს რო თამაში ეჩვენებინათ.
2
ხვიჩას ვულოცავ პლანეტის ოც საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრას. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს უდიდესი მიხწევაა. ხვიჩას ვუსურვებ ბევრ წარმატებას და მრავალჯერ დაჯილდოვებას . დიდი ოლიმპები დაგეპყროს მაესტრო.
ფეხბურთი
00:10 31-10-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული