"აიაქსის" ახალმა მწვრთნელმა ზაფხულში გაკეთებულ მიქაუტაძისა და სხვა ტრანსფერებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსის" ახალ მწვრთნელ ჯონ ვან სხიპს ამსტერდამული გუნდის მიერ ზაფხულში გაკეთებულ ტრანსფერებზე დაეკითხნენ.

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურმა გუნდმა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღო, რის გამოც აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტანტი გააკრიტიკეს და თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ჩვენთვის კი ეს ყველაფერი საინტერესო იმითაა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და "აიაქსს" მანაც ზაფხულში მიაშურა.

"ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაკეთებული ტრანსფერებით ბევრი ბედნიერი არ დარჩა, მაგრამ ხაზს აქ გავავლებ და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაავლო და წინ გაიხედო.

არ შემიძლია რამე
გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემამდე მოხდა. წინ უნდა გავიხედო და ეს არის ის, რასაც ვაპირებ. ფეხბურთელიები უნდა გაძლიერდნენ", - თქვა ვან სხიპმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ გინდა რომ აიაქსში დიდხანს დარჩე მიქაუტაძე უნდა ათამაშო თავის პოზიციაზე თუ არადა მოგიწევს ზაფხულამდე წასვლა
ემიგრანტი
17:56 31-10-2023
3
უცნაურია,საერთოდ რატომ წავიდა აიაქსში ეს ბიჭი? იმდენს როგორ ვერ მიხვდნენ რო აიაქსი იძირებოდა და იქ გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. ჯერ ლიგა ერთს ვერ ჯობია ერედივიზიონი,ვერც ფიზიკის მხრივ და ვერც კონკურენტუნარიანობით,რატო გიო,რატო? როგორც დაიწერა,ლიონი ეპატიჟებოდა და წასულიყო ან მეტცში დარჩენილიყო... უფრო უცნაური და გაუგებარი ის არის,რომ ფეხბურთელი იყიდეს და მერე არკვევდნენ მის პოზიციას,ეს თუ კიდევ შესაძლებელი იყო არ მეგონა. მერედა,როცა მიდიოდა ამ კლუბში,არც ის იკითხეს სად იქნებოდა მისი ადგილი გუნდში და არც მწვრთნელს გაესაუბრენ. მერე მამუკა ჯუღელს აგინებენ კიდევ,ამას ხომ არ ყავს მამუკა ჯუღელი და ბარდაგში ჩააგდო ბიჭი. სასწრაფოდ უნდა დატოვოს ეს კლუბი გიომ,თორე მისი კარიერა დანგრევისკენ მიდის,არადა როგორი მოხოდილი იყო. თან ეს ერთა ლიგის თამაშებიც მოდის უკვე,ძლიერი გიო გვჭირდება.
სერაფიონი
07:45 31-10-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული