"პორტუდან" პლოეშტის "პეტროლულში" განათხოვრებულმა 20 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა.
"პეტროლულმა" თასზე A ჯგუფში ტირგოვიშტეში 2:0 დაამარცხა "კინდია", აბუაშვილმა კი მე-20 წუთზე ანგარიში გახსნა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს.
"პეტროლული" ჩემპიონატზე 14 ტურის შემდეგ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა და 4 ნოემბერს სტუმრად "სეპსის" შეხვდება. აბუაშვილმა ჯერ ჩემპიონატზე მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.