გიორგი აბუაშვილი "პორტუდან" "პეტროლულში" გადავიდა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველმა გიორგი აბუაშვილმა "პორტუ" დატოვა და რუმინეთის ქალაქ პლოეშტის "პეტროლულში" გადავიდა.

აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, "პორტუში" 2021 წლის 23 მაისს ჩაირიცხა (ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა), პირველ გუნდში თამაშის საშუალება კი არ მიეცა. გიორგი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო.

"პეტროლული" 7 ტურის შემდეგ რუმინეთის ჩემპიონატზე 12 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ სექტემბერს "ოცელულს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამიტომაცაა, სანამ უცხოეთში წახვალ ეროვნულ ლიგაში ერთი წელიწადი მაინც უნდა გქონდეს ნათამაშები. ახლა, ისე გამოდის, 20 წლისაა უკვე და პროფესიონალურ დონეზე არ უთამაშია ფეხბურთი.
კრიტიკოსი
23:39 30-08-2023
0
რუსებმა გააფუჭენ
ქუთაისელი
21:44 30-08-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული