"რეალი" თუ "ბარსელონა"? - ხვიჩამ ცერემონიაზე კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" 2023 წლის დაჯილდოებაზე საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-17 ადგილი დაიკავა და ესპანელმა ჟურნალისტმა მიკროფონით კითხვით მიმართა - რომელ კლუბს ანიჭებს უპირატესობას, "რეალს" თუ "ბარსელონას"?

ქართველმა, რომელიც ბავშვობიდან "რეალის" გულშემატკივარია, ლაკონურად უპასუხა: "ორივეს! ეს ორი შესანიშნავი კლუბია".

Sportall.Ge

ნეაპოლური საიტები აღნიშნავენ, რომ კვარაცხელია არ დაიბნა, ჭკვიანური და დიპლომატიური პასუხი გასცა და არასაჭირო სპეკულაციას თავი აარიდა.

"ნაპოლი" 3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" სახლში 2:3 დამარცხდა. ეს გუნდები ერთმანეთს 30 ნოემბერს მადრიდში შეხვდებიან და ხვიჩას "სანტიაგო ბერნაბეუზე" თავის გამოჩენის
შანსი მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
არ მესმის რეალის ფანი იყო და ასეთ მარტივ კითხვაზე შენი პოზიცია ვერ დააფიქსირო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ხვიჩასადმი ამ უბრალო პასუხში ერთი რამე იკვეთება, რომ ბოლომდე არ არის დარწმუნებული რომ რეალში მოხვდება და უბრალოდ დიპლომატიური პასუხი გასცა, იგივე კითხვა რომ დაუსვა მბაპეს უბრალოდ გაეცინება ასეთ სისულელეზე
მამუკა
01 ნოემბერი 2023 20:55
72
მის პოზიციაზე მასზე ახალგაზრდა და რეალში გამოზრდილი ვინისიუსი ჰყავს,რეალს,რომელიც ოქროს ბურთზე,მეექვსე ადგილზე გავიდა და რეალურადაც,ძალიან ძლიერი ფეხბურთელია.ნორმალურად მოაზროვნე არცერთი ფეხბურთელი ამის უგულებელყოფას არ ეცდება და არ იფიქრებს,რომ რეალის ძირითადში ადგილს გარანტირებულად მიართმევენ.არც რეალი გამოხატავს,მისი შეძენით დაინტერესებას და მათი მხრიდანაც,ეს სრულიად ბუნებრივია.როცა ასეთი კლასის ფლანგელი გყავს,აღარავინ დახარჯავს 100 მილიონზეწ მეტს,მისი კონკურენტის შეძენაზე.გადასაყრელი ფული,არც რეალს აქვს.მათთვის გინდ ხვიჩას და გინდ ვინისიუსის სკამზე ჯდომა,სწორედაც ფულის გადაყრა იქნება,ორივეს კი,ვერაფრით ათამაშებს.გადაჭრით რეალში თამაშის სურვილის გამოთქმა,სხვა გრანდების მიერ მისი შეძენის სურვილს აუცილებლად შეამცირებს და მათი ფანების მხრიდან კი,აგრესიას გამოიწვევს.ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
სოსო
01 ნოემბერი 2023 22:19
1
სოსოო ….რატომ იბრალებ რომ ფეხბურთი გესმის ?! გემოვნებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი …ხვიჩას( მე არ ვარ ბევრივით შეშლილი ფანატიკოსი პირიქით ახალგაზრდულის ფინალი( რისი შანსიც ნაღდად იყო) რომ დაედო 17-ე კი არა უეჭველი ათეულში მოხვდებოდა )რომ ვინისიუსს შეადარებ და თან წინ დააყენებ უეჭველი შორს ხარ ფეხბურთიდან ეგეთი შედარება იყო ჩემს ბავშვობაშიც ბლოხინს ( ბეი ბეგის ) და ყიფიანს ადარებდნენ ერთმანეთს ერთი მართლაც რომ ( ვინისიუსს ისიც ბევრად სჯობდა) “ბეი ბეგი და ლეგკოატლეტი” ანუ ( მძლეოასანი, მორბენალი ანუ არაფეხბურთელი ) მეორეს ზედმეტსახელები კი იყო ფეხბურთის პროფესორი , ვირტუოზი, ტვინი, შემსრულებული ( ეს ზედმეტსახელები გადმოთარგმნილია უმეტესობა)…ასე არის დღესაც კვარა არის ფეხბურთელი და თაან ძაან მაგარი ფეხბურთელი ხოლო ეს თქვენი ვინი კი არის მორბენალი ცხენი რომელსაც დარტყმა ძლივს ასწავლეს ( 3 წელი დასჭირდათ) თავიდან ისე დარბოდა მოედანი არ ყოფნიდა კარში დაერტყა კი არა სირბილის დროს სცდებოდა კარებს სალაროებთან ძლივს აჩერებდნენ …ერთი 5 წელი ალბათ პასის მიცემის სწავლას დასჭირდება …უბრალოდ იყო ბრაზილიელი ჯანმრთელი კარგად და თან სწრაფად მორბანალი პირესმა გადაწყვიტა თავიდანვე პიარით აეღო მსოფლიო თან პარალელურ რეჟიმში ასწავლიდნენ ფეხბურთის თამაშს პერეს რომ ჭკუა ქონდეს გაყიდიდა მაგას პსჟ-ში ( ისინიც მაგარი ..ეები არიან და გადაიხდიან 150 მ-ს თან მაგარი პარა ეყოლებათ ფლანგებზე აქეთ ვინი იქეთ დემბელე შემცვლელებად ხურდაში როდრიგო და რაფინიაც მიამატონ ) მაგრამ კიდევ კარგი რომ პერესს არ აქვს მაგის უნარი თორემ ვინ გააჩერებდა კვარას დაბელინგემს …არც ბარსას აქვს ტვინი თორემ გავი,პედრი და კვარა დახევდა მსოფლიოს !!!
მდაა
02 ნოემბერი 2023 01:36
3
ყველა გამოხმაურება
იოცნებოს რეალზე..საბედნიეროდ ქოცებს რეალში არაფერი ესაქმებათ..ამ მდგომარდობით რაც ახლა აწ ხვიჩას..ჩემი პროგნოზით ეგ კაი ხანი ნაპოლს ვერ გაცდება.
ანაბელა
05 ნოემბერი 2023 16:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული