მიუხედავად "ბილბაოსთან" გაშვებული ორი გოლისა, გიორგი მამარდაშვილი მატჩის MVP-დ დაასახელეს, ლა ლიგის მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს და ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. ამას გარდა, "ვალენსიას" კარის დარაჯის მიერ მე-60 წუთზე დანი გარსიას დარტყმული ბურთის მოგერიება ტურის TOP 5 სეივს შორის მოხვდა.
2 ნოემბერს "ვალენსია" თასზე გასვლაზე სეგუნდა დივიზიონის "ლოგრონესს" შეხვდება და დიდი ალბათობით, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში პირველად არ ითამაშებს. მწვრთნელმა რუბენ ბარახამ გადაწყვიტა, გიორგი დაასვენოს და მის ნაცვლად შანსი ხაუმე დომენეკს მისცეს.
5 ნოემბერს "ვალენსია" პრიმერაზე "გრანადას" უმასპინძლებს და კარში
ადგილს კვლავ ქართველი დაიკავებს.
ბრწყინავს და კაშკაშებს ქართული გენი და ჯიში?
დიდება საქართველოს!