ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურის გადადებულ მატჩში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ვოლენდამი“ 2:0 დაამარცხა და ყველა ტურნირზე 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მასპინძლები შესვენების შემდეგ, როგორც იქნა, ბერგვეინმა დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებმა შეუტიეს, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს, "აიაქსმა" კი კიდევ ერთი გაიტანა და გაიმარჯვა.
ახალმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ’სხიპმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დატოვა.
„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და 5 ნოემბერს „ჰერენვენს“ უმასპინძლებს.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ვოლენდამი 2:0
გოლები: 1:0 ბერგვეინი (57), 2:0 აკპომი (89)