იტალიის თასის 1/16-ფინალში „ფროზინონემ“ გასვლაზე „ტორინო“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც ბოლო 5 მატჩში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული (ბოლოს 22 სექტემბერს "სალერნიტანასთან" შევიდა შეცვლაზე). მან 61-ე წუთმდე ითამაშა. მასპინძელთა რიგებში საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
"ფროზინონე" 19 დეკემბერს 1/8-ფინალში "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლის" შეხვდება.
ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ფროზინონე 1:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5), 1:1 ზიმა (31), 1:2 რეინერი (98)
-31OCT/01/3-kaliari.jpeg" border="0" alt="alt" title="კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" "ტორინოს" სძლია და 1/8-ფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ამას მოხერხება უნდა - "ფრიზინონე" 3:0-ს იგებდა და წააგო
კარგი ბიჭია! უნდა გააგრძელოს ზრდა და დადგება გამორჩეული! ჯერ ადრეა ძირითადში, არ უნდა იჩქაროს. დაკაპუეტდეს და დახვეწოს თამაში.
წარმატებები, კვერნა!!!