კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" "ტორინოს" სძლია და 1/8-ფინალში გავიდა

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/16-ფინალში „ფროზინონემ“ გასვლაზე „ტორინო“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ გიორგი კვერნაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც ბოლო 5 მატჩში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული (ბოლოს 22 სექტემბერს "სალერნიტანასთან" შევიდა შეცვლაზე). მან 61-ე წუთმდე ითამაშა. მასპინძელთა რიგებში საბა საზონოვი სათადარიგო იყო.

"ფროზინონე" 19 დეკემბერს 1/8-ფინალში "დიეგო მარადონაზე" "ნაპოლის" შეხვდება.

ტურინი. „ოლიმპიკო დი ტორინო“
ტორინო - ფროზინონე 1:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (5), 1:1 ზიმა (31), 1:2 რეინერი (98)

-31OCT/01/3-kaliari.jpeg" border="0" alt="alt" title="კვერნაძე სასტარტოში იყო - "ფროზინონემ" "ტორინოს" სძლია და 1/8-ფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ამას მოხერხება უნდა - "ფრიზინონე" 3:0-ს იგებდა და წააგო
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოხარული ვარ, რომ ჩემი თვალით ვნახე მინდორზე. ჯერ ნედლია, გაბარიტები აკლია და კონტაქტურ ორთაბრძოლისთვის არაა მზად, გაურბოდა. თანაგუნდელები ხედავდნენ, პასებს უკეთებდნენ. რამდენიმე ბავშვური შეცდომა დაუშვა, მაგრამ ცდილობდა. ერთხელ შორიდან დაარტყა კარებში, მცველს საფეთქელში მოარტყა და ბეღურასავით ჩამოაგდო )
კარგი ბიჭია! უნდა გააგრძელოს ზრდა და დადგება გამორჩეული! ჯერ ადრეა ძირითადში, არ უნდა იჩქაროს. დაკაპუეტდეს და დახვეწოს თამაში.
წარმატებები, კვერნა!!!
გია_544
13:07 03-11-2023
0
გილოცავ გიორგი, ღვთის მფარველობით ძირითადი შემადგენლობის უცვლელი ფეხბურთელი გამხადრიყავი.
გიზოგ
12:05 03-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული