ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-11 ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ჰერენვენი“ 4:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ისევ სათადარიგო იყო და ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება.
„აიაქსს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 9 ნოემბერს სახლში ევროპა ლიგაზე „ბრაიტონთან“ გამართავს.
ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ჰერენვენი 4:1
გოლები: 1:0 ბერგვეინი (25), 2:0 ბრობი (41), 2:1 ბრაუელსი (45+1), 3:1 აკპომი (84), 4:1 აკპომი (90+2)