საავადმყოფოდან "ბარსელონასთან" სათამაშოდ - აზაროვი ჰამბურგში გაემგზავრა

AutoSharing Option
"შახტარი" ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის ჩასატარებლად ჰამბურგში გაემგზავრა. დონეცკური გუნდის განაცხადში არიან ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი.

აზაროვმა უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში კიევის "დინამოსთან" მოგებული მატჩის 33-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ua-football-ი იტყობინება, რომ ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა გუნდს მაინც გაჰყვა გერმანიაში. როგორც ჩანს, ირაკლი სერიოზულად არ დაშავდა და ვნახოთ, შეძლებს თუ არა თამაშს.

„შახტარი“ H ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა. მომავალი შეხვედრა 7 ნოემბერს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატება, ირაკლი!
გიორგი
20:57 07-11-2023
0
ძააან მინდა ითამაშოოს სუპერ გამოცდილებაა
beqa
12:47 07-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული