"კვარა" გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და მარტო გოლების გამო არ უნდა დავაფასოთ" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ "ნაპოლის" "სალერნიტანასთან" გასვლაზე მოგებული მატჩი (2:0) ტელეკომპანია Kiss Kiss-ისზე, გადაცემა Radio Goal-ში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზეც გააკეთა კომენტარი:

"რუდი გარსიას 6.5-ს დავუწერ. გუნდის თამაშში ზოგიერთ ასპექტში გაუმჯობესება დავინახე. ვგულისხმობ პრესინგს და ბურთის ატანას. მომეწონა დაბალი დაცვიდან შეტევაში აწევა. თუმცა ბევრი რამ უკეთესობისაკენ უნდა შეიცვალოს.

"ნაპოლის" უკანა ხაზიდან იერიშებში გადასვლაში საუკეთესო  ოლივეირა იყო (7). ძალიან მომეწონა ესტეგორი (6.5). რაჰმანი (6) და დი ლორენცოც (6) საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ. ნახევარდაცვაში ლობოტკამ (7) რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა. ის ყველა სიტუაციაში
ასრულებს თავის სამუშაოს.

Sportall.Ge

თავდასხმა ძალიან კარგად გაისარჯა. ასე შევაფასებდი: რასპადორი 7.5, "კვარა" 7, პოლიტანო 6.5. ვიღაცამ თქვა, რომ ქართველმა ცუდად ითამაშა? მე დინების საწინააღმდეგოდ წავალ და საპირისპიროს ვიტყვი. ჩემი აზრით, კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი მოქმედების შედეგად "სალერნიტანას" ეფექტურობა ორჯერ შემცირდა, თუ სამჯერ არა. ჩვენ ის მარტო გატანილი გოლების ან საგოლე გადაცემების გაკეთების გამო კი არ უნდა დავაფასოთ, არამედ იმისათვის, რა წვლილი შეაქვს საერთო საქმეში".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მართალია ეს კაცი! მარტო გოლი არარი საქმე 2-3_მი კაცი რომდაზდევს სხვებს ხომ სივრცეები ეძლევათ..
ბაჩო
19:41 06-11-2023
2
მართალი ბრძანდებით ბატონო პაოლო.
Kandel
19:49 06-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული