"სამწუხაროდ ეს სიმართლეა" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა იტალო კუჩიმ Radio Marte-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართველისთვის წლევანდელი სეზონი უფრო რთულია და ძველებური ფორმის აღსადგენად გარკვეული დრო დასჭირდება.

"სამწუხაროდ, კვარაცხელია ძველებურად ვეღარ ბრწყინავს,. ეს სიმართლეა, თუმცა ყველაფერს ორი მხარე აქვს. მიხვდა, რომ ჩემპიონია, შარშან ის ამისთვის იბრძოდა, დღეს კი გამორჩეული ფეხბურთელია. იმის გაგება, თუ რა სჭირს კვარაცხელიას, სრულიად არ არის რთული. მთლიანად გუნდს სჭირდება გარსიას სტილთან ადაპტაცია", - განაცხადა კუჩიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-4 ადგილს
იკავებს.

altრა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

altსომხეთი და კიდევ სამი სხვა - რომლებია ის ქვეყნები, რომლებმაც კვარაცხელია ოქროს ბურთის გამოკითხვაში ტოპ 5-ში დაასახელა

altროგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნუ გააწყალეს გული ამ ხვიჩას კრიტიკოსებმა. ვისაც ფეხბურთი გაეგება იცის, რომ მეორე წელწადი უმაღლეს დონეზე ურთულესია და ბევრმა ტალანტმა ამ სირთულეს ვერ გაუძლო. ხვიჩამ გადალახა. მისი ზოგი მატჩი უკეთესია, ზოგიც უარესი რაც ნორმალურია, მთავარია რომ გარკვეული და საკმაოდ მაღალი დონის ქვემოთ ის არ ჩადის, ესაა კლასი. გოლი ვერ გაიტანა და ასისტი ვერ გააკეთა არ ნიშნავს რომ თამაში ჩააგდო. ის ყველა თამაშში ჩანს და დიდ გავლენას ახდენს თამაშის მიმდინარეობაზე. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხვიჩა თავისი ოსტატობის დახვეწის პერიოდშია, ადრეც ვწერდი და ვიმეორებ, უბურთოდ მოძრაობის, პოზიციის შერჩევის მხრივ წინსვლის რესურსი აქვს და დარწმუნებული ვარ ამ რესურსს გამოიყენებს. უკვე ვარსკვლავია და ახლა ამ ვარსკვლავურობის მასშტაბის გაზრდაზეა საქმე. წარმატებები ხვიჩას!
არტ
16:44 07-11-2023
2
ამ წელს ძალიან დააგდო დონე ხვიჩუმ :(
ნაც.მოძრაობა 555
08:40 07-11-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული