17 წლის იბრაჰიმოვიჩის გოლი და საგოლე პასი - "ფროზინონემ" კვერნაძის გარეშე მოიგო

AutoSharing Option
სერია A-ს მეთერთმეტე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „ემპოლი“ 2:1 დაამარცხა.

"ბაიერნიდან" იჯარით აყვანილმა 17 წლის ნახევარმცველმა არიიონ იბრაჰიმოვიჩმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ფრანჩესკო კაპუტომ ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა, მაგრამ მეორე თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

მასპინძელთა გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე ამჯერად სათადარიგო იყო.

„ფროზინონე“ 15 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 12 ნოემბერს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“
ფროზინონე - ემპოლი 2:1
გოლები: 1:0 ჩუნი (58), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (74), 2:1 კაპუტო (86)

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანამ 2-0 გახდებოდა,ფროსინონეს,სრული უპირატესობა ჰქონდა,მაგრამ მერე ინიციატივა დათმეს და კინაღამ კვლავ დაიწვნენ.ჯერ კაპუტომ შეამცირა სხვაობა,შემდეგ ორიოდე წუთში,მან მეორც გაიტანა,საბედნიეროდ თამაშგარედან,მერე კი,უკვე ბოლო წამებზე,სასწაულებრივად გადაურჩნენ გოლს.
სოსო
09:50 07-11-2023
1
ჩვენი ბაღანეე ვერ თამასოობს? დაფრინავს 17 16 წლის ბიჭები ჩვენთან ტრ..ში თუარ ჩაეხვია თმა ბაღანეააა ბაღანეე განათლება პროფესიონალიზმი გვაკლია ყველა სფეროში
beqa
23:36 06-11-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული