დღეს კვარაცხელიასგან ველით - "ნაპოლის" ერთი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია...

AutoSharing Option
გიორგი გოჩოლეიშვილმა "ბარსელონასთან" საგოლე პასი შეასრულა, ქართველი გულშემატკივრები კარგ ხასიათზე არიან. დღეს, 8 ნოემბერს, "ნაპოლის" მატჩია, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს უფრო მიუახლოვდეს და ამ გზაზე გერმანული "უნიონი" საბოლოოდ ჩამოიშოროს. "დიეგო მარადონაზე" ეს გუნდები თბილისის დროით 21:45 საათზე ითამაშებენ.

სამწვრთნელო გაუგებრობა გარსიას თავს, შეცვლის გამო განაწყენებული ლიდერები, "ტიკ-ტოკ" სკანდალი - ეს ხდებოდა ცოტა ხნის წინ ნეაპოლელთა რიგებში, ახლა კი სრული სიმშვიდეა.

რასპადორი ბოლო დროს მიზანში ხშირად ახვედრებს. უკანასკნელ შეხვედრაში ელიფ ელმასმაც გაიტანა. ჯაკომომ გერმანელების კარი პირველ დაპირისპირებაშიც აიღო, ამაში კი
ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდი იყო. "კვარას" კვლავ განსაკუთრებული მეურვეობა ექნება. ბერლინში ის დიდ განსხვავებას ქმნიდა.

"უნიონი" და მისი მთავარი მწვრთნელი ფიშერი ახლა კოშმარში ცხოვრობენ, რადგან ზედიზედ 12 წაგება აქვთ. ასეთი სერიები სადღაც სრულდება. რამდენად გამოვა ეს ნეაპოლში, რთული სათქმელია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბერლინელებს ფრეც არ ეყოფათ.

მთავარი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია. შეხვედრას ნიდერლანდელი მაკელიე განსჯის. სატურნირო მდგომარეობასაც შეგახსენებთ - "რეალს" 9 ქულა აქვს, "ნაპოლის" - 6, "ბრაგას" - 3, "უნიონი" კი უქულოდაა.

altრა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
კვარაა დარტყმენზე იმუშავეეე ! ერადერთი რაშიც არაა ისეთი ძლიერი და რაშიც განსაკუთრებულად უნდა ივარჯიშოს ესაა დარტყმები ყველა დისტანციიდან ! რამდენი გაფუჭებული ბურთები გვახსოვს ცუდად (( შეიძლება ვინმემ თქვას რა დარტყმებში ვარჯიში კაცმა ამდენი გოლი გაიტანა ტოპ ლიგაშიო ! მაგრამ ეს მართალი იქნება საშუალო ფეხბურთელთან მიმართებით და კვარას გაცილებით მეტი მოეთხოვება ! (ისე თავისი ბრალია --არ უნდა გამხდარიყო სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი და არ მოვთხოვდით უფრო მეტი გოლების გატანას DD)
zura222
13:26 07-11-2023
5
დღეს ქართველი საქართველოს ტერიოტორიაზე მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა..რამდენიმე დღის წინ რუსი ჯაღმაიძე იძახდე მოღალატეობრივად ნუ დადიხართ ქართველებო საქართველოს დროშებითო,ჯერ იყო ნაცები ხოცავდნენ ქართველებს ეხლა კი ჯაღმაიძეს მსგავსი რუსული ოცნება
72

სიახლეები პოპულარული