ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარი" ჰამბურგში "ბარსელონას" უმასპინძლებს. დონეცკური გუნდის სასტარტო შემადგენლობაშია გიორგი გოჩოლეიშვილი, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგოა.
H ჯგუფში 9 ქულით ლიდერი "ბარსელონაა", ხოლო "შახტარი" 3 ქულით მესამე ადგილზეა.
მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.