Flashscore-მა გოჩოლეიშვილი "ბარსელონასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" „ბარსელონა“ 1:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგო იყო.

გოჩოლეიშვილი საუცხოოდ გაისარჯა, საგოლე გადაცემა გააკეთა და Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა, რომელმაც მისი გარჯა 7.9 ქულით შეაფასა. whoscored-ისგან ქართველმა 7.4 შეფასება მიიღო, ხოლო Sofascore-სგან 7.0 - ყველაზე მაღალი თავის გუნდში იაროსლავ რაკიცკის და დანილო სიკანის შემდეგ.

ანალიტიკურმა საიტებმა "ბარსელონას" რიგებში საუკეთესოდ ჟოაო კანსელო მიიჩნიეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან გახარებული ვარ გიორგის კარგი თამაშით, წარმატებებს ვუსურვებ შოტლანდიის და ესპანეთის წინააღმდეგ თამაშებში. სწორედ ასეთი გიორგი და დანარჩენი ბიჭები გვჭირდება. აუცილებლად გჭირდება მოგება უმოტივაციო შოტლანდიასთან და თუნდაც ფრე უმოტივაციო ესპანეთთან. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო!
გიზოგ
08 ნოემბერი 2023 12:21
0
ყოჩაღ შახტარს, როგორ გვაკლია ჩვენს ასეთი შემართება და ურთიერთ დაზღვევა, ტაქტიკური განსწავლულობა და ამის უზრუნველსაყოფად მთავარი ფიზიკური კონდიციები.... მეტიც შეეძლთ ცოტა მეტი ტექნიკა და ნეკლები ეგოიზმი რომ გამოეჩინათ, მინიმუმ 3 გოლი კიდევ უნდა გაეტანათ 1 საპირისპიროდ...
გუსანი
08 ნოემბერი 2023 11:42
0
ეს ვინ ყოფილა ჰა??? მალავდენ სანიოლი და ძმანნი მისნი კიდევ ერთ ფეხბურთის მომავალ ქართველ "ვარსკვლავს"?; თუ. . . (სამწუხაროდ?!) თვითონაც ვერ შეამჩნიეს გიორგის ისეთი რეალური შესაძლებლობები, რომლებიც შეამჩნიეს შახტარის მესვეურებმა?
ვაჟა მასწავლებელი
08 ნოემბერი 2023 12:48
7
გოჩოლეიშვილი პირველად სწორედ სანიოლმა გამოიძახა ნაკრებში პირველად. ესპანეთთან მმაგრად ათრიეს და 3 გოლი მისი მხრიდან გავიდა. იმ თამშის შემდეგ შახტარშიც სკამზე იჯდა. დაცვის მხრივ არც ამ თამმაშში ბრწყინავდა: შეცდომა პირველივე წუთებზე, უკრაინული გუნდი რომ არ ყოფილიყო, ბოლო წუთებზე 11 მეტრიანს დაუდებდა ბარსელონას, ჟოაო ფელიქსმაც აკატავა რამდენჯერმე. მოსამატებელი აქვს დაცვაში თამაში. როცა საყრდენი ზონა და დაცვის ცენტრი არასტაბილურია, ნაკრებში მეტი პასუხისმგებლობით თამაშია საჭირო და ასეც იქნება დარწმუნებული ვარ. გოჩოლაც და აზაროვიც ორივე მოუმატებს.
ნუგზარი
08 ნოემბერი 2023 13:50
0
ნყგზარ ბატონო ფეხბურთი თქვენზე მეტჯერ მაქვს ნაყურები და ნათამაშები, მაგრამ გადახედეთ კომენტარებს: მარტო თქვენ იცავთ სანიოლს.
ვაჟა მასწავლებელი
08 ნოემბერი 2023 17:19
1
ყველა გამოხმაურება
ვილი! გაიღვიძე ვილიიიიი))
დათო
08 ნოემბერი 2023 08:57
6
ვილის მოყვანილია ნაკრებში გოჩოლა. რომ არ გამოიძახა მაშინაც სწორად მოიქცა. გარანტირებული ადგილი არავის აქვს ნაკრებში. მოედანზე უნდა გავიდეს ვინც იმ დროოს საუკეთესო ფორმაშია. დაცვით ფუნქციებს უნდა მოუმატოს. წარმატებები და წინსვლა გოჩოლას!!!!
ნუგზარი
08 ნოემბერი 2023 17:02
0
ადრეც დავწერე,მე პირადად გოჩალეიშვილი მიმაჩნია ყველაზე ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელად,კვარაცხელიას შემდეგ.ჩავარდნა ნაკრებში სწორედაც,რომ სანიოლის შეცდომების ბრალი იყო,მისთვის არასწორი დავალების და ზოგადად არასწორი ტაქტიკის შერჩევის გამო და მისგან ბოლო თამაშებში მისი არგამოძახება არა მარტო შეცდომა არამედ უსინდისობაც იყო.
საჩინო
08 ნოემბერი 2023 21:03
1

სიახლეები პოპულარული