Flashscore-მა გოჩოლეიშვილი "ბარსელონასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "შახტარმა" „ბარსელონა“ 1:0 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმა, ირაკლი აზაროვი კი სათადარიგო იყო.

გოჩოლეიშვილი საუცხოოდ გაისარჯა, საგოლე გადაცემა გააკეთა და Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა, რომელმაც მისი გარჯა 7.9 ქულით შეაფასა. whoscored-ისგან ქართველმა 7.4 შეფასება მიიღო, ხოლო Sofascore-სგან 7.0 - ყველაზე მაღალი თავის გუნდში იაროსლავ რაკიცკის და დანილო სიკანის შემდეგ.

ანალიტიკურმა საიტებმა "ბარსელონას" რიგებში საუკეთესოდ ჟოაო კანსელო მიიჩნიეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან გახარებული ვარ გიორგის კარგი თამაშით, წარმატებებს ვუსურვებ შოტლანდიის და ესპანეთის წინააღმდეგ თამაშებში. სწორედ ასეთი გიორგი და დანარჩენი ბიჭები გვჭირდება. აუცილებლად გჭირდება მოგება უმოტივაციო შოტლანდიასთან და თუნდაც ფრე უმოტივაციო ესპანეთთან. ღმერთი თქვენკენ ბიჭებო!
გიზოგ
12:21 08-11-2023
0
ყოჩაღ შახტარს, როგორ გვაკლია ჩვენს ასეთი შემართება და ურთიერთ დაზღვევა, ტაქტიკური განსწავლულობა და ამის უზრუნველსაყოფად მთავარი ფიზიკური კონდიციები.... მეტიც შეეძლთ ცოტა მეტი ტექნიკა და ნეკლები ეგოიზმი რომ გამოეჩინათ, მინიმუმ 3 გოლი კიდევ უნდა გაეტანათ 1 საპირისპიროდ...
გუსანი
11:42 08-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული